ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას საქართველოს მოსახლეობას საფრანგეთის პრეზიდენტი ულოცავს სოციალურ ქსელში, ქართულ ენაზე
“ბრავო, ქართველ ხალხს, რომლის ერთგულება დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ საჭიროებს დამტკიცებას. გააერთიანეთ ძალისხმევა წინსვლისთვის. საფრანგეთი დგას თქვენს გვერდით.”
ემანუელ მაკრონი პრემიერ ღარიბაშვილს ელისეს სასახლეში დღეს შეხვდა და ევროკომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით ისაუბრა. შეხვედრის დროს პრემიერმა, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.
კომენტარები