• რეკლამა
  • კონტაქტი
08:39, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბოროტი და აგრესიული შიზოფრენიით სნეულმა ადამიანებმა საფრთხე არ შეუქმნან ცოტნეს რეაბილიტაციის პროცესს…” – გიორგი და კონსტანტინე გამსახურდიები

ალია ავტორი - ალია
13:58 08-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
165

კონსტანტინე გამსახურდია, სოციალურ ქსელში, წერს:

“უცვლელად გადმომაქვს ჩემი ძმის, გიორგი გამსახურდიას ტვიტები. საკითხი ეხება ჩემი ძმის, ცოტნეს ჯანმრთელობას და რეაბილიტაციას. მათ შინაარსს ბოლომდე ვიზიარებ და ვუერთდები.

ჩემის მხრივ, თავაზიანად შევახსენებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ გამორიცხული უნდა იყოს ავადმყოფთან, რეაბილიტაციის პროცესში მყოფთან ძალადობრივი შეჭრა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, გინდაც იყოს ბიოლოგიური ნათესავი, მშობელი ან ოჯახის წევრი. არადა მუქარები ამ მიმართულებით უკვე ისმის.

გთხოვთ ყველაფერი იღონოთ, რათა ბოროტი და აგრესიული შიზოფრენიით სნეულმა ადამიანებმა თავზე არ დაიმხონ შინაგანაწესი და საფრთხე არ შეუქმნან რეაბილიტაციის პროცესს. ასევე გთხოვთ, მიუთითოთ მათ სასამართლოსკენ, რომელიც უფლებამოსილი იქნება, დანიშნოს ექიმთა და ფსიქოლოგთა კომისია. სწორედ ასეთ კომისიას შეეძლება დაადასტუროს ან არ დაადასტუროს, რამდენად შეიძლება ამ ადამიანების დაშვება ცოტნეს თუნდაც მოსანახულებლად – ვის მიმართაც ცოტნემ არაერთხელ საჯაროდ გამოხატა მკვეთრად უარყოფითი პოზიცია, ასევე ვისთანაც წლების მანძილზე სამართლებრივ დავაში იყო ჩართული, როგორც მიპასუხე. შეგახსენებთ, რომ ეს დავა სწორედ სხვა, მეორე მხარემ წამოიწყო ცოტნეს მამისეული სახლიდან გასაძევებლად.

P.S.როდესაც ერთი წლის წინ გიორგის ტვიტები გამოვაქვეყნე, პარალელურ სამყაროში მცხოვრებმა ბოროტმა შეპყრობილებმა განაცხადეს, თითქოს მე შევქმენი ტვიტერზე ტროლი გიორგი გამსახურდიას სახელით და ეს განცხადებები მას არ ეკუთვნის. როგორც ილიას ერთი პერსონაჟი იტყოდა, “მამიშენის ცხონებამა, ესესაა დაგიჯერე” – სწორედ ასე ეტყვის ხალხი ამ ფალსიფიკატორებს.

George Gamsakhurdia

·

ცოტა ხნის უკან მომიწია Flag of European Union წარმომადგენლობის ოფისთან გავლა თბილისში, სადაც ვნახე აღუწერელი უმსგავსოება რასაც იქ მდგომნი ჩადიოდნენ. დარწმუნებით მინდა ვთქვა, იქ გაჟღერებული ყველა თემა, აცდენილია ჩემ ძმასთან არსებულ რეალობასთან, უფრო მეტიც, არის სიცრუე. ეს ხალხი კი ამ სიცრუეს ტირაჟირებენ.

ჩემი ძმა, მეუღლესთან ანისთან ერთად, 2კვირაა რაც იმყოფება წეროვანში არსებულ თავდაცვის სამინისტროს რეაბილიტაციის ცენტრში, სადაც მისი გადაყვანა მოხდა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ. ცოტნეს საქართველოში არსებული ყველაზე ძლიერი რეაბილიტოლოგების ხელშია და მიდის ყოველდღიურად წინ

ყოველივე ამის შესახებ მინდოდა ცნობოდა საზოგადოებას,რადგანაც ბევრ ადამიანს აინტერესებს სიმართლე და არა ის ნაბოდვარი, რაც Flag of European Union წარმომადგენლობის ოფისთან შეკრებილი მასისგან ესმით საქართველოს მთავრობის და ჩვენი ოჯახის მისამართით. ცოტნესთვის კეთდება საუკეთესო და იგი საიმედო ხელშია.”

შეგახსენებთ, მანანა გამსახურდია-არჩვაძის მომხრეები უკვე კვირეებია ევროკავშირის საელჩოსთან მართავენ აქციებს.

თეგები: გიორგი გამსახურდიაკონსტანტინე გამსახურდიაცოტნე გამსახურდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved