• რეკლამა
  • კონტაქტი
07:32, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბორჯღალოსნები იწყებენ – წლის პირველი მატჩები „ავჭალაზე“

ალია ავტორი - ალია
14:18 01-30-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
338

მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატისმატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია. მატჩი 1 თებერვალს,თბილისში, „ავჭალაზე“ გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს შვეიცარიასთან აქამდე მხოლოდ ერთხელ, 31 წლის წინ უთამაშია. 1994 წლის 4 ივნისს, „შონ-დე-ფონში“ ქართველებმა მეტოქეს მინიმალური ანგარიშით – 22:21 სძლიეს.

თებერვლის პირველ სამ კვირაში ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრას გამართავენ.

შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ, 8 თებერვალს, რიჩარდ ქოქრილის გუნდი კვლავ მასპინძლის ამპლუაში იქნება და ამჯერად, ნიდერლანდებს უმასპინძლებს. მატჩი „ავჭალაზე“, 15:00 საათზე დაიწყება.

ჯგუფურ ეტაპს ბორჯღალოსნები 16 თებერვალს, ესპანეთთან სტუმრად მატჩით დაასრულებენ. რაგბი ევროპის ჩემპიონატების ნახევარფინალები მარტის დასაწყისში, ხოლო ფინალები ორი კვირის თავზე გაიმართება.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად, 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირიცაა. ავსტრალიაში გასამართ მსოფლიო თასზე, 20-ის ნაცვლად 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შედეგად, რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან მომავალი მსოფლიო თასის კვალიფიკაციას 4 გუნდი გაივლის (თასის ნახევარფინალში გასული გუნდები). მეხუთე კი, რეპეშაჟში ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი ყველაზე ბევრჯერ – 16-ჯერ საქართველოს აქვს მოგებული და აქედან ბოლო 7 – მიყოლებით.

თიბისი 2015 წლიდან რაგბის მხარდამჭერია. მრავალწლიანი მეგობრობა, უკვე მიღწეულ წარმატებებთან ერთად, მიზნად ისახავს რაგბის განვითარებას, ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელებას, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების, შიდა ჩემპიონატებისა და ფესტივალების ხელშეწყობას.

თებერვლის საშინაო მატჩებზე დასასწრები ბილეთები შეიძინეთ tkt.ge –ზე.

#ერთადგავიმარჯვებთ

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved