• რეკლამა
  • კონტაქტი
06:10, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბორენკა სპეცრაზმს ამზადებს… ვიმედოვნებ, რომ არმია მშვიდობიან მოსახლეობას დაიცავს” – ანტონ ჩეჩინი

ალია ავტორი - ალია
13:49 09-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
13,276

სინდისის პატიმარი ანტონ ჩეჩინი ციხიდან გამოგზავნილ წერილში საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

ყველას გამარჯობა! დიდი ხანია არ მომიწერია, არ ვკარგავდი სამართლიანი სასამართლოს იმედს. არ გამოვიდა ისე, როგორც მინდოდა…

ლევან ხაბეიშვილი უნდა გათავისუფლდეს! ეს აბსურდული დაკავება გამოწვეული იყო „ქართული ოცნების“ შიშით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ. გაერთიანების დროა, პარტიის ნომრის მიუხედავად. ბორენკა სპეცრაზმს ამზადებს 4 ოქტომბრისთვის, მე კი ვიმედოვნებ, რომ ამ დღეს საქართველოს არმია საერთაშორისო კონვენციების თანახმად, მშვიდობიან მოსახლეობას დაიცავს და წინააღმდეგობას გაუწევს არალეგიტიმური მთავრობის არაკანონიერ ქმედებებს! ქოცებმა დაამტკიცეს, რომ მოქმედებენ ყველაზე დამამცირებელი მეთოდებით, არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ საქართველოს მოქალაქეების, უბრალო აქტივისტების წინააღმდეგაც. შეუძლიათ ქალების, ხალხის ცემა და ყველანაირი კანონის მიღება, რომლის მიღებაც შეიძლება თუ არ შეიძლება.

სამართლიან არჩევნების ლოდინი არ ღირს, ისინი ძალით ეცდებიან ძალაუფლების შენარჩუნებას. 4 ოქტომბერს ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას: რეპრესიებს, კორუფციას, ანტიამერიკულ და ანტიევროპულ ვექტორს, პრორუსულ კურსს, სიღარიბეს და ა.შ.

ახლა თუ ვერ მივაღწევთ გამარჯვებას ამ ბოროტებაზე, დროთა განმავლობაში უარესი იქნება: სანქციები, უვიზო რეჟიმის დაკარგვა, არჩევნების გაუქმება, კონსტიტუციის ცვლილება, მოქალაქეების თავისუფლების შემზღუდველი კანონების მიღება, რუსეთის ფედერაციასთან შეერთება.

„ქართულმა ოცნებამ“ სპეციალურად ჩაგვსვა ციხეში რუსეთის 3 მოქალაქე. მათ არ ეგონათ, რომ თქვენ მხარს დაგვიჭერდით. ამასთანავე, მათ უნდოდათ იმის დამტკიცება, თითქოს რუსეთის მხარეს არ იჭერენ. ხოლო 3 ქართველის გამოშვებით იმის ჩვენება სურდათ, რომ მათი სასამართლოები ობიექტური და სამართლიანია. ეს ასე არ არის! ჯვებე ნაჭყებიამ და ნინო გალუსტაშვილმა წინასწარ მომზადებული განაჩენები წაიკითხეს, არც კი უსმენდნენ საბოლოო სიტყვებს. განაჩენები სხვა ადამიანებმა მოამზადეს და არა მოსამართლეებმა. არჩილ ნაცვლიშვილი აქტივისტების ბევრ საქმეში ფიგურირებს. მე ის შევნიშნე 11 პირის საქმეშიც სერგეი კუხარჩუკთან. თარჯიმანი შორენა ტაბატაძე ციხეში უნდა იყოს ცრუ ჩვენებების გამო!

სამს მოგვისაჯეს 8 წელი და 6 თვე მისი ტყუილების გამო. ის მუშაობს ზუსტად ისევე, როგორც პოლიციელები, ვინაიდან, მისივე სიტყვებით, მათ მეგობრული ურთიერთობები აქვთ. ისინი ერთად სადილობენ და ვინ იცის, კიდევ რა ხდება მათ შორის.

შმაგი გობეჯიშვილი და ნუგზარ ჭიტაძე კარგი წყვილია. იმედი მაქვს, რომ მათთვის უვიზო რეჟიმი არ აღდგება. ისინი უნდა გაასამართლოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.

მოგვწერეთ მეტი წერილი ციხეში, არ დაგვივიწყოთ. ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა.
თავისუფლება პოლიტპატიმრებს!
თავისუფლება მედიას!
თავისუფლება საქართველოს!
4 ოქტომბერს მხოლოდ გამარჯვება!, – წერს ჩეჩინი. 

დღეს ანტონ ჩეჩინი 27 წლის გახდა. აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved