სოციალური საინფორმაციო ბომბაჟი მინდა – ასე მიმართა პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატმა ლადო კახაძემ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს ვაქცინაზე საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით.
“ერთი თხოვნა მექნება – სოციალური საინფორმაციო ბომბაჟი, ანუ ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში, ყველა დონის ყურისთვის, ყველა დონის ტვინისთვის მინდა იყოს ყველა პლატფორმიდან. უთოს რომ ჩართავ, თავიდან ბოლომდე […] კითხვებზე პასუხი უნდა იყოს გაცემული და თქვენ ამის პოტენციალი გაგაჩნიათ” – თქვა კახაძემ.
კომენტარები