პირველი შემთხვევა – საქართველოში კორონავირუსი ფეხმძიმეს აღმოაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის წარმომადგენელი, ლალი ტურძელაძე „ტვ პირველის“ ეთერში ადასტურებს.
„ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. როგორც მითხრეს, ქალი გადმოჰყავთ ბოლნისიდან. ჯერჯერობით, მხოლოდ ის ვიცი, რომ ვირუსი დაუდასტურდა. ის მოთავსდება იქ სადაც ორსულები წვანან, მიხედავს მას მეან-გინეკოლოგი და მკურნალობაში ინფექციონისტიც ჩაერთვება,“
კომენტარები