• რეკლამა
  • კონტაქტი
22:06, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, მაგრამ, არ მიცხოვრია ისე, რომ ვინმეს მხრიდან სიტყვა არაკაცი და ფარჩაკი მეკუთნოდეს“

ალია ავტორი - ალია
23:38 01-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
90

საკრებულოს დეპუტატი, თარაშ შურღაია, რომელმაც ლევან ხაბეიშვილს თავში წამოარტყა, რასაც ჩხუბი და დაპირისპირება მოჰყვა, სოციალურ ქსელში წერს:

„პირველ რიგში, მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ვიაზრებ იმ თმენის ვალდებულებას, რომელსაც საჯარო სამსახური მაკისრებს და აქედან გამომდინარე, მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას და ჩემს შვილებს, იმის გამო რისი ნახვაც მოუწიათ.

ამავდროულად მოგახსენებთ, რომ ფართო საზოგადოებამ იხილა ამ კონფლიქტის ესკალაცია და არ არის საქმის კურსში, რა პრეისტორია უძღოდა წინ ამ ინციდენტს.

ლევან ხაბეიშვილმა არაერთხელ მოგვაყენა პირადი შეურაცხყოფა.
ორი კვირის წინ მას პირადად ვესაუბრე მის სამუშაო ოთახში, რომ მისი განცხადებები ხშირად სცდება ყველანაირი პოლიტიკის, თუ ეთიკის ჩარჩოებს და ვთხოვე, თავი შეეკავებინა პერსონალური შეურაცხყოფისგან.

მან სიტყვა მომცა, რომ მსგავს საქციელს აღარ გაიმეორებდა. ამ საუბარს ესწრებოდა მისი თანაგუნდელიც.

ამის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია კავკასიის ეთერით ჩვენს მიმართ მან გააჟღერა აბსურდული ბრალდება, თითქოს ჩვენ შეგვიძლია და ხელფასს არ ვუმატებთ კერძო კომპანიის თანამშრომლებს. მას ასეთი ტყუილი მრავლად უთქვამს და ცხადია, ეს კონფლიქტის მიზეზი არ გამხდარა.
კონფლიქტის მიზეზი გახდა ის, რომ მან პირდაპირ ეთერში საკრებულოს უმრავლესობის ყველა წევრს – ფარჩაკი, იდიოტი, არაკაცები გვიწოდა და თქვა, რომ ვიმსახურებთ თავების გატეხვას ლევან ხაბეიშვილის მხრიდან.

ლევან ხაბეიშვილს კარგად მოეხსენება, რომ საკრებულოს ტენდერში გამარჯვებული კერძო კომპანიის თანამშრომლები ალაგებენ, რომ საკრებულოს გარდა ეს ქალბატონები კომპანიას სხვა ორგანიზაციებშიც ჰყავთ დასაქმებული და საკრებულოს არანაირად არ შეუძლია კერძო კომპანიას სახელფასო განაკვეთი განუსაზღვროს, თუმცა ეს სხვა საკითხია.

კონფლიქტის მიზეზი ლევან ხაბეიშვილის მხრიდან პირადი შეურაცხყოფაა. ჩემი აღშფოთება და ემოციური სიმშვიდის დაკარგვა სწორედ ამ თავხედობას და უზრდელობას უკავშირდება. გაერთიანებული კომისიების სხდომის მიმდინარეობისას ისევ აგრძელებდა ცინიკური პასუხების გაცემას, რამდენჯერმე შევეცადე მისი ყურადღება მიმექცია და პასუხად მივიღე ისევ ცინიკური განცხადებები, ამის შემდეგ მე განვახორციელე მის მიმართ ის მსუბუქი დამამცირებელი ჟესტი, რომელიც საზოგადოებამ იხილა. ეს ჩემი მხრიდან შეიძლება ნამდვილად არ იყო მიზანშეწონილი ქმედება, მაგრამ სამწუხაროდ თავი ვეღარ შევიკავე.

ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის, წარმოუდგენელია პოლიტიკური ქულების და სპეკულაციების გამო ხაზი გადაუსვა ყველანაირ მორალს, სინდისს და ღირსებას.

ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ამ ინციდენტის ხილვის გამო, მაგრამ, ნამდვილად არ მიცხოვრია ისე, რომ ვინმეს, მით უმეტეს ლევან ხაბეიშვილის მხრიდან სიტყვა არაკაცი და ფარჩაკი მეკუთნოდეს.

ცხადია, ძალადობას მორალური არგუმენტით ვერ და არ გავამართლებ, თუმცა საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ასეთი იყო პრე-ისტორია და ასეთია ჩემი პოზიცია“

თეგები: თარაშ შურღაიალევან ხაბეიშვილიჩხუბი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved