• რეკლამა
  • კონტაქტი
18:20, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დე, რომ თბი­ლის­ში ცო­ცხა­ლი ვერ ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე” – რა წერილი დევს “ქართუ”-ში და რატომ ვერ მოხერხდა მომღერლის ჩამოყვანა სამშობლოში დროულად?

ალია ავტორი - ალია
18:25 03-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
82

რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ 14 თე­ბერ­ვალს ზურა დო­ი­ჯაშ­ვი­ლი ის­რა­ე­ლის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­ღე­რა­ლი ოჯახ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­დან ორი წლის წინ წა­ვი­და. სახ­ლის და­კარ­გვის შემ­დეგ, გა­და­წყვი­ტეს, რომ ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რს ემუ­შა­ვა და სამ-ოთხ წე­ლი­წად­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ.

ჩას­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში ზურა დო­ი­ჯაშ­ვილ­მა თავი ცუ­დად იგ­რძნო და მალე სა­ბე­დის­წე­რო დი­აგ­ნო­ზი, ამი­ოტრო­ფუ­ლი გვერ­დი­თი სკლე­რო­ზი და­უს­ვეს.

267 დღე ებ­რძო­და კლი­ნი­კა­ში სიკ­ვდილს…

ქეთი ვა­და­ჭ­კო­რია მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­შია, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს და პრობ­ლე­მა წლე­ბის შემ­დე­გაც მო­უგ­ვა­რე­ბე­ლია.

ზურა დოიჯაშვილის მეუღლე “ამბები.ჯი”-თან ამბობს:

ზურა ბოლო დროს ძა­ლი­ან დამ­ძიმ­და და ექი­მებ­მა უფ­ლე­ბა არ მოგ­ვცეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოგ­ვეყ­ვა­ნა. რე­ა­ნო­მო­ბი­ლი ძა­ლი­ან დიდი თან­ხა ღირ­და, თუმ­ცა დათო ოქი­ტაშ­ვი­ლის წყა­ლო­ბით მა­რა­თო­ნი შედ­გა და ეს თან­ხა შეგ­როვ­და. შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ თურ­მე ორ­ჯერ უფრო მეტი თან­ხა იყო სა­ჭი­რო, რად­გან პან­დე­მი­ის გამო ფასი გა­ი­ზარ­და, თუმ­ცა ეს მა­ინც მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი იყო, რად­გან მა­რა­თო­ნი­დან ორ-სამ დღე­ში იმ­დე­ნად ცუ­დად გახ­და ზურა, რომ ექი­მებ­მა გვი­თხრეს, ხელს არ მო­გი­წერთ გა­დაფ­რე­ნა­ზე, რად­გან ფაქ­ტობ­რი­ვად სიკ­ვდილ­ზე მიგ­ყავ­თო. აფ­რე­ნა და დაფ­რე­ნა ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი­აო.

მე არა­ვის ვა­და­ნა­შა­უ­ლებ ზუ­რას­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში, არ ვიცი, მათი გუ­ლის ძა­ხი­ლი რა არის, მაგ­რამ მე მად­ლო­ბის მეტი არა­ფე­რი მეთ­ქმის მისი მე­გობ­რე­ბის­თვის. არ მი­ვიჩ­ნევ, რომ რო­მე­ლი­მე მე­გო­ბა­რი ან ახ­ლო­ბე­ლი ზუ­რას წი­ნა­შე დამ­ნა­შა­ვეა. დღე არ გა­ვი­დო­და, ზურა რომ არ მო­ე­კი­თხათ.

ალ­ბათ პირ­ვე­ლი ორი-სამი თვე სა­ნამ ზურა ძა­ლი­ან დამ­ძიმ­დე­ბო­და, უფრო ად­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და მისი გად­მოყ­ვა­ნა. პან­დე­მი­ამ­დე რე­ა­ნო­მო­ბი­ლის თან­ხა სხვა იყო და შემ­დეგ გა­ი­ზარ­და. დათო ოქი­ტაშ­ვილ­მა ჩემი თხოვ­ნის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო… რო­გო­რი მად­ლი­ე­რი ვარ მისი არ იცით. უბ­რა­ლოდ მა­რა­თო­ნით შე­მო­ვი­და ის თან­ხა რაც ვი­ცო­დით, რომ რე­ა­ნო­მო­ბილს სჭირ­დე­ბო­და, თან­ხის თა­ვი­დან შეგ­რო­ვე­ბა რომ დაგ­ვე­წყო, აზრი არ ჰქონ­და, ორ კვი­რა­ში გარ­და­იც­ვა­ლა ზურა…

მარ­თა­ლია, ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა გვაქვს და ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც ვართ, მაგ­რამ ქი­რით ვცხოვ­რობ­დით. დღი­სით მთე­ლი დღე ზუ­რას­თან ვი­ყა­ვი და ღამე ფი­ზი­კუ­რად ვმუ­შა­ობ­დი. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად იცის, რომ ჩვე­ნი წას­ვლის ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი ბი­ნის და­კარ­გვაა. ნუ­ლი­დან ვი­წყებ­დით ყვე­ლა­ფერს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჭერი გვქო­ნო­და.

დიახ, ნო­ემ­ბერ­ში ჩა­ვე­დით და ერთ წე­ლი­წად­ში ზუ­რას გარ­კვე­უ­ლი ავა­დო­ბე­ბი და­ე­წყო, მაგ­რამ ასეთ სე­რი­ო­ზულ დი­აგ­ნოზს არა­ვინ ელო­და. ახლა ნა­ქი­რა­ვებ­ში ვცხოვ­რობ თბი­ლის­ში, ორ­მო­ცამ­დე აქ ვიქ­ნე­ბი და შემ­დეგ ის­რა­ელ­ში გავფრინ­დე­ბი, სა­ბუ­თე­ბი მაქვს მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი ზუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით და შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დე­ბი, სა­მუ­და­მოდ.

267 დღე ზურა ის­რა­ელ­ში რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იწვა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უფა­სო იყო მის­თვის ყვე­ლა­ფე­რი. რო­გორც მო­ქა­ლა­ქეს, და­ზღვე­ვა ანა­ზღა­უ­რებ­და. ასე­ვე რამ­დე­ნი­მე­ჯერ კერ­ძო ექი­მის მიყ­ვა­ნა დამ­ჭირ­და, რაც ძა­ლი­ან დიდ თან­ხებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა კახი კა­ლა­ძე. სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან გა­მო­ყო ერთჯე­რა­დად თან­ხა, რი­თაც შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა კერ­ძო ექი­მე­ბი მი­მეყ­ვა­ნა ზუ­რას­თან. სულ მქონ­და შეგ­რძნე­ბა, რომ რა­მეს ვაკ­ლებ­დი. ასე­ვე ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ ზუ­რას ებ­რა­ე­ლი მე­გობ­რე­ბი და დათო ლო­ლი­აშ­ვი­ლი, სის­ხლის ბან­კის დი­რექ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც მთე­ლი ამ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვერ­დში მედ­გა. დათო ოქი­ტაშ­ვილ­მა რაც გა­ა­კე­თა ბო­ლოს ზუ­რას­თვის, არ ვიცი, სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის.

ბინის შეძენა ვერ მო­ვას­წა­რით… ზუ­რას სი­ცო­ცხლე­ში და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი თვის წინ “ქარ­თუ ბანკს” გა­ვუგ­ზავ­ნე წე­რი­ლი. მა­შინ ვფიქ­რობ­დით, რომ ზუ­რას გად­მოყ­ვა­ნას რე­ა­ნო­მო­ბი­ლით შევ­ძლებ­დით და არ ვი­ცო­დი მე სად დავ­ბი­ნა­ვე­ბუ­ლი­ყა­ვი. ეს წე­რი­ლი “ქარ­თუ ბან­კში” ახ­ლაც დევს. ზუ­რას ვარ­სკვლა­ვის გახ­სნის წინა დღეს და­მი­კავ­შირ­დნენ “ქარ­თუ­დან” და მი­თხრეს რომ ჩემი წე­რი­ლი გან­ხილ­ვა­ში იყო და აუ­ცი­ლებ­ლად და­მი­კავ­შირ­დე­ბოდ­ნენ. რა ვიცი, ახლა ზურა აღარ არის და და­ნარ­ჩენს ვერ გე­ტყვით…

ძა­ლი­ან მი­ჭირს ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი… ბი­ნის და­კარ­გვა იყო მე და ზუ­რას სი­კე­თე, უახ­ლო­ეს ადა­მი­ანს და­ვეხ­მა­რეთ… გა­ვა­კე­თეთ სი­კე­თე და დავ­რჩით ბი­ნის გა­რე­შე.

– არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მამა და მე­უღ­ლე იყო, ზუ­რას­გან წყე­ნა არ მახ­სოვს. იუ­მო­რით სავ­სე ადა­მი­ა­ნი იყო. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და სტუმ­რე­ბი, მე­გობ­რე­ბი, სახ­ლის კარს გა­სა­ღე­ბით არა­სო­დეს ვკე­ტავ­დით. სი­ცო­ცხლე უყ­ვარ­და, სტუმ­რე­ბი, ქე­ი­ფი, დროს­ტა­რე­ბა… შე­წუ­ხე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მისი ყო­ველ­თვის კარგ ხა­სი­ათ­ზე ყოფ­ნით. რაც არ უნდა პრობ­ლე­მა ყო­ფი­ლი­ყო მე­უბ­ნე­ბო­და, ნუ გე­ში­ნია ქე­თუშ, ნუ გე­ში­ნია „ჩვენ გა­მოვ­ძვრე­ბით“… მისი საყ­ვა­რე­ლი სი­ტყვე­ბი იყო ნიკო გო­მე­ლა­უ­რის ლექ­სი­დან…

მე სხვა გან­ცდე­ბი და სენ­ტი­მენ­ტე­ბი მაქვს, ბევ­რი რამ ტრი­ა­ლებს ჩემს თავ­ში, მაგ­რამ შვი­ლე­ბი ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან. რთუ­ლია და­კარ­გო ასე­თი მამა, უს­მი­ნო იმას რა­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ზუ­რას შე­სა­ხებ ყვე­ბი­ან. ამ­დე­ნი სით­ბო, სიყ­ვა­რუ­ლი, მო­ფე­რე­ბა ზუ­რას მი­მართ, ამ გრძნო­ბას რაც მის მი­მართ გვქონ­და, გვი­ას­მა­გებს…

ძა­ლი­ან უჭირ­და სა­ქარ­თვე­ლო­სა და თბი­ლი­სის გა­რე­შე. ეს ხომ ჩვე­ნი იძუ­ლე­ბი­თი წას­ვლა იყო. ბი­ნის პრობ­ლე­მა რომ არ გვქო­ნო­და, ზურა ხომ არ და­ტო­ვებ­და სა­ქარ­თვე­ლოს. ვფიქ­რობ­დით, რომ სამი-ოთხი წელი ის­რა­ელ­ში ფი­ზი­კუ­რად გვე­მუ­შა­ვა, იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჭერი შეგ­ვე­ძი­ნა და დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით. ზუ­რას სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ხომ სა­ერ­თოდ… ერ­თა­დერ­თი “ქარ­თუ” ფონ­დი იყო, ვი­საც გავ­ბე­დე და მივ­წე­რე ჩვე­ნი ამ­ბა­ვი…

მე ზუ­რას ბევ­რჯერ მო­ვუ­ხა­დე ბო­დი­ში, თუმ­ცა ის არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ჩემ­ზე ნა­წყე­ნი. ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დე, იმის­თვის რომ თბი­ლის­ში ცო­ცხა­ლი ვერ ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე.

წყარო – ambebi.ge

თეგები: ზურა დოიჯაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved