საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუს“ წამყვანმა, ჟურნალისტმა ირაკლი აბსანძემ პირდაპირ ეთერში გააკრიტიკა ამავე არხზე გასული გადაცემა „დავითგარეჯასთან“ დაკავშირებით და განაცხადა, რომ მან „ხელი შეუწყო ივერი მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას“.
ირაკლი აბსანძე:
„ამ არხზე, ამავე საეთერო დროს, სხვა დღეს, გავიდა მედიაპროდუქტი ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელმაც ჩემი აზრით, ხელი შეუწყო ივერი მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას.
რაც შემიძლია მე თვითონ შევაფასო, რაც ამ გადაცემაში ვიხილეთ, სულ მცირე, სცდება დემოკრატიული, სეკულარული ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტს. ამიტომ ბოდიში ჩემს მაყურებელს და ბატონ ივერისაც“
შეგახსენებთ, 29 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გავიდა დოკუმენტური ფილმი, სათაურით „გარეჯის მთის სიმართლე“, რომელიც გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორის“ მომზადებულია.
კომენტარები