• რეკლამა
  • კონტაქტი
13:32, კვირა, 10 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Bloomberg: თურქეთი ე.წ. აგენტების კანონის მიღებას გეგმავს

ალია ავტორი - ალია
20:58 11-01-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
573

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, თურქეთი ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონის მიღებას გეგმავს.

კანონპროექტი, რომელსაც თურქეთის პარლამენტში მომავალ დღეებში განიხილავენ, Bloomberg-ის მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ისეთი სუბიექტების შეზღუდვას ისახავს მიზნად, რომლებიც “სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მისი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ”.

გამოცემის ინფორმაციითვე, “აგენტის” საქმიანობისთვის სასჯელი თავისუფლების 7 წლით აღკვეთაც შეიძლება იყოს.

“გადაწყვეტილება იმ უფრო ვრცელი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, რომელიც პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ დააინიცირა. ის მსგავსია საქართველოში ახლახან მიღებული კანონისა, რამაც დასავლური სახელმწიფოების კრიტიკა და ქვეყანაში მასობრივი პროტესტების დაწყება გამოიწვია. რუსეთს კრიტიკის ჩასახშობად მსგავსი მექანიზმი აქვს”. – წერს Bloomberg-ი.

თურქმა სასამართლო ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა შეშფოთება გამოხატეს კანონის ბუნდოვან და ზოგად შინაარსთან დაკავშირებით. მათი თქმით, თურქეთის პოლიტიკური ინტერესები ცვალებადია და კანონის ბუნდოვანება შესაძლოა, მთავრობისადმი ნებისმიერი კრიტიკის ჩასახშობად იქნეს გამოყენებული.

ოპოზიციური რესპუბლიკელ ხალხთა პარტიის წევრის, ინან აკგუნ ალპის თქმით, კანონი “გაცილებით  რეპრესიული გარემოსთვის” ნიადაგს მოამზადებს.

“ეს ძალიან სერიოზული ავტორიტარული კანონია. დანაშაულის განმარტება ბუნდოვანი შინაარსით [საშუალებას აძლევს მთავრობას], ყოველი ოპონენტი დასაჯოს. – თქვა ალპმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

18:12 05-08-2026
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი

17:42 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved