საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ბლუმბერგის სტატია, რომელშიც ივანიშვილი საქართველოს “ჩრდილოვან ბოსად” არის მოხსენიებული მაღალი ალბათობით დასპონსორებულია.
გამოცემა “ნეტგაზეთი” ავრცელებს სტატია/მოსაზრების ავტორის, ილაი ლეიკის კომენტარს თალაკვაძის აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით. ლეიკი აცხადებს, რომ სტატია “დასპონსორებული” არ ყოფილა.
“სრულიად მცდარი განცხადებაა… ბლუმბერგის გარდა საავტორი სვეტების მომზადებაში ფულს არავინ მიხდის”, – ამბობს სტატიის ავტორი ნეტგაზეთთან.
კომენტარები