ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია:
“ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი ბათუმსა და ზუგდიდში, არის პოლიტიკურად მახინჯი, თუმცა, სამართლებრივად გამართული პროცესი.
საქმე იმაშია, რომ ახალი საკრებულოები დეკემბრიდან შეუდგებიან უფლებამოსილებას, შესაბამისად, ჯერჯერობით მოქმედი ძველი საკრებულოებია და არა ახალი ანუ ჯერ ვადა აქვთ. ახალ დეპუტატებს კი უფლებამოსილება ჯერ არ აქვთ დაწყებული.
ამიტომ არის ეს სამართლებრივად გამართული.
რამდენადაც 2017-2021 მოწვევის საკრებულო, 2022 წლის ბიუჯეტს ამტკიცებს, ეს უკვე სიმახინჯეა.
ამიტომაც არის ეს პოლიტიკური სიმახინჯე.”
კომენტარები