შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, Fox Business-თან საუბრისას, ბიტკოინს დოლარის წინააღმდეგ მიმართული თაღლითობა უწოდა.
“ბიტკოინი თაღლითურ სქემას ჰგავს, რომელიც დოლარის ღირებულების წინააღმდეგ მიმართული მორიგი ვალუტაა, მინდა, რომ მსოფლიო ვალუტა დოლარი იყოს” – ამბობს ტრამპი
ამ განცხადებით იგი ელ სალვადორის გეგმას ეხმიანება – ქვეყანა ბიტკოინის ოფიციალურ გაცვლით საშუალებად აღიარებას განიხილავს.
ბიტკოინს მართლაც შესწევს ძალა, დოლარზე უფრო ღირებულ და აღიარებულ ვალუტად იქცეს, ასე რომ რეალობა, სადაც იგი მსოფლიო ვალუტა ხდება, წარმოუდგენელი სულაც არაა.
წყარო – bbc
კომენტარები