“მთავარის” გუნდის წევრი, კოტე ურუშაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ყველაფერი 2012 წელს დაიწყო… Nana Intskirveli-ის დახმარებით რუსთავი 2-ში მივედი. მივედი და იმ დღესვე უკან წამოვედი. შემეშინდა იმ რიტმის, რაც ტელევიზიას ჰქონდა. მაინც უკან მივბრუნდი – დედა, მამა, ძმა, მეგობრები ყველა ერთხმად მეუბნებოდნენ, რომ უნდა მეცადა და მეც ვცადე. დაიწყო ზღაპრული თავგადასავალი. რუსთავი 2-ის ვებგვერდი – დილის 7 საათზე ვიღვიძებდი, ვემზადებოდი და სახლში ღამის 1-2 საათზე ვბრუნდებოდი. ძალიან გამიმართლა. ასეთ პროფესიონალებთან ერთად მუშაობის დაწყება და მათგან ყოველდღიურად ახლის სწავლა იშვიათი ფუფუნებაა.
ვისწავლე, ვიბრძოლე, დავიღალე, ძილი მინდოდა, ვიზარმაცე კიდეც, მაგრამ საბოლოოდ ჩემგან შედგა კადრი, რომელსაც ენდობოდნენ.
ზუსტად 1 წლის წინ ცხოვრების მთავარი გამოწვევა მივიღე და “მთავარ არხზე” დავიწყე მუშაობა. ამ შედეგების წარმოდგენა, რაც ახლა გვაქვს, ჩემნაირი მაქსიმალისტი ადამიანისთვისაც კი შეუძლებელი იყო. სოციალური ქსელი დავიპყარით. სულ სხვა რეალობა შევქმენით და თან სხვა ტელევიზიებიც იძულებულები გახდნენ მოებაძათ.
ჩვენზე გაცილებით დიდი ადამიანური რესურსი დაეხარჯათ, აჰყოლოდნენ ჩვენს რიტმს, რაც კარგია – პირველ რიგში მე და ჩემს პატარა, მაგრამ საუკეთესო გუნდს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს.
დღეს სრული რეკორდი 11.2 მილიონი ინგეიჯმენთი გვაქვს ბოლო 7 დღეში და ხვალ ეს შედეგი კიდევ უფრო გაუმჯობესდება… მაგრამ, რატომ ვწერე ამდენი … საბოლოო სათქმელი ბოლოსთვის შემოვინახე…
შრომის დაფასება ყველაზე მეტად Nika Gvaramia-მ იცის. დღეს მე “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მოადგილე გავხდი, რა თქმა უნდა, ჩემივე სფეროს მიმართულებით. დიდად არაფრით გამორჩეული, არც ნიჭით, არც ჭკუით, არც გავლენიანი “პატრონით”. ბიჭი, სოფელ ჭანიეთიდან, რომელსაც გაუმართლა და მისი პოტენციალის გამოვლენის საშუალება მისცეს.”
ნიკა გვარამია, კოტე პასუხობს:
“ამ დროს, ზუსტად რომ ყველაფრით – ნიჭით, ჭკუით, შრომისმოყვარეობით და, უმნიშვნელოვანესია, ფასეულობებისადმი ერთგულებით გამორჩეული ბიჭი ხარ!
და, ზუსტადაც რომ სოფელ ჭანიეთიდან Kote Urushadze.
რაც შეეხება გავლენიან პატრონს – რომ გყოლოდა და გაგებედა და მოგეგზავნა, მოადგილედ დაგნიშნავდი კი არა, იქედანაც გისროდი, საცა იყავი”
კომენტარები