• რეკლამა
  • კონტაქტი
18:43, სამშაბათი, 14 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბიძინავიზიებზე ნაჩვევებს არ მოსწონებიათ ოპოზიციური ჟურნალისტები… თქვენი ბოიკოტი ბოიკოტი იყო და გეკუთვნოდათ დაფინანსება “პოსლეზე”? – ნინო მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
16:03 02-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

“ლეიბორისტული პარტიის” ანალიტიკური მდივანი, ნინო მეტრეველი, ლევან იოსელიანს პასუხობს და წერს:

“ხელისუფლებას რომ ეტრფიან და ოპოზიციას ებრძვიან, კახელ გლეხს რომ იმედები გაუცრუეს, ის ორნი, ცნობილია, მაგრამ ჟურნალისტებსაც თუ დაუწყებდნენ ჭკუის სწავლებას, ეს რაღაც ახალია მათ უნაკლო შემოქმედებაში. ბიძინავიზიებზე ნაჩვევებს არ მოსწონებიათ ოპოზიციური ტელევიზიის ჟურნალისტები. რატო, ქოცურ საამებელს არ ამბობენ და ყურში ცუდად მოგხვდათ?

როგორც ჟურნალიტს, ძალიან გამეცინა ბატონი იოსელიანი ,,პირველი ხაზის“ წამყვანებს ვითომ ჩამჭრელ, სინამდვილეში, იაფფასიან და უხერხემლო კითხვებს რომ აწვდის, ეს რატომ არ კითხეთ ნათელაშვილსო. იდეების ნაკლებობას განიცდით აშკარად ბატონო ლევან. კარგი რა, კარგიიი! შენი ჭკუის სასწავლებელი ან ჟურნალისტებს რა სჭირთ, ან იმ პოლიტიკოსებს, შენ რომ სერიოზული სახით რაღაც ვითომკომპრომატებს ესვრი. თუ პოლიტიკოსობა გინდა ჯერ დაჯექი, ძმაო, იმეცადინე და პოლიტიკის ანა-ბანას რომ ისწავლი მერე პრაქტიკაზე თუ გინდა, აქ პარტიის ოფისში გაგატარებთ, თორემ ალეკომ თავისთვის რა იცის, შენ რა უნდა გასწავლოს (აქუს ეცეს მაგის ცოდვა). დიდი ნიჭი არ გიჩანს, მაგრამ არც ჟურნალისტიკის კურსების გავლასაც დაგამადლის ქართული მედია.

ახლა ძალიან მოკლედ შენს ჩივილებზე. რა 5 მილიონიო, რისი ქუთაისი ბინის ქირაო. ალბათ პარტიული დაფინანსება დაითვალეს 2008 წლიდან მოყოლებული. პარლამენტარი კაცი ხარ ძმაო, მოიცალე ერთი და ჩაუჯექი-თქო კანონებს, თუ არადა დაგუგლე მაინც. პარლმენტში რომ არ იყო პარტია, თუ კვალიფიციური იყო, მაინც ეძლეოდა დაფინანსება. თუ არის და ბოიკოტი აქვს, მაშინაც ეძლევა, რადგან დეპუტატის ბოიკოტი პოლიტიკური აქტია, მაგრამ ამას მერე ისწავლი, ცოტა რომ იმეცადინებ.

ისე, შალვას ამ მოწვევის პარლამენტში ხელფასი არ აუღია, თორემ შენ და შენი კომპანიონი უეჭველად ,,ოცნების’ დროშებით ჩაგვიტარებდით ოფისთან აქციას. ჰო, კიდე დაფინანსებაზე რომ უარს ამბობდით და ექვსი თვის შემდეგ სპეციალური დადგენილება მიიღეს პარლამენტში და წასული თვეებისაც აიღეთ, მათ შორის ბოიკოტში რომ იყავით და არ დადიოდით ეგ როგორ იყო? ანუ თქვენი ბოიკოტი ბოიკოტი იყო და გეკუთვნოდათ პარტიული დაფინანსება თან ,,პოსლეზე“ და სხვას – არა? წელიწადში ნახევარი მილიონი დაფინანსება რომ გაქვთ პარტიას და რამდენიმეათასიანი ხელფასი, მხოლოდ პარლამენტი შენობაში სიარულისთვის, ეგ ნიჩურტა?

ერთი თქვენი დაწერილი კანონი დადეთ სადმე, შალვა ნათელაშვილს დაწერილი და მიღებული კანონები კი დღემდე მოქმედებს. კონსტიტუციის ავტორი რომაა არც ეგ გეცოდინება, მაგრამ აწი მაინც იცოდე. შალვა ნათელაშვილს და ლეიბორისტული პარტიას რომ გაუკეთებია ხალხისთვის ჯერ იმის მეოთხედი გააკეთეთ და მერე ილაპარაკეთ. აბრებზე გამოკრულ ტელეფონებზეც რომ არც პასუხობსთ, ეგრე კი არაა.

ჰო, კიდე. აი, კუთხეში მიყენებული ხელისუფლება თქვენი შესვლით რომ წელში გაასწორეთ და პარლამენტი გაალეგიტიმურეთ, ამიტომაა იძულებული შალვა ნათელაშვილი ახლა პარლამენტში შემოვიდეს. იცი რატომ? თქვენნაირებმა რომ ოპოზიციის სახელით არ იდემაგოგოთ და ხალხის ნამდვილი სატკივარი გააჟღეროს იმიტომ!

მოკითხვა ელისაშვილს. ისე, სად მოეჩვენა მაგ შეჩვენებულს რომ შალვა ნათელაშვილი ქუთაისში ბინის ქირას ითხოვდა? ოპოზიციის გინებას და ხელისუფლების ,,გაპრავებას” რომ გადაყევით, სანამ სისულელს იტყვით, დაგუგლეთ კაცო, დაგუგლეეეეთ! იქნებ გატყუებთ სუსი-მუსი. სად იყო შალვა მაგ პარლამენტში?! აი, როგორც ეგაა სიმართლე, ისეა თქვენი ყველა სხვა ნათქვამი.

პატივისცემით, ნინო მეტრეველი ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი.”

“შალიკოს ჩემი და ალეკოს თავი ალანძღინეთ, არადა, მისთვის მხოლოდ ორი კითხვა უნდა დაგესვათ” – ლევან იოსელიანი ჟურნალისტებს
თეგები: ალეკო ელისაშვილილევან იოსელიანინინო მეტრეველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა
ახალი ამბები

თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა

15:24 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved