• რეკლამა
  • კონტაქტი
14:04, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბიძინას მარტო ფეხებში აქვს იმდენი ჭკუა, რამდენიც ოპოზიციონერებს – თავში – გივი სიხარულიძე

ალია ავტორი - ალია
00:03 01-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
149


გივი სიხარულიძე ჟურნალ “გზასთან” ინტერვიუში ამბობს:

მე ოპოზიციის ისევე არა მწამს, როგორც პოზიციისა. არც ერთ პარტიას არ ვემხრობი და არც ერთს პატივს არ ვცემ, რადგან მათ ჩემი სამშობლო არ უყვართ. დღეს საქართველოში ყველა თავის კეთილდღეობასა და პირად ინტერესებზე ზრუნავს – ეს დიდი უბედურებაა ნებისმიერი ერისთვის. მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავუჭერდი ვინმეს მხარს: თუ პოლიტიკურ ასპარეზზე მერაბ კოსტავასნაირი ერისკაცი გამოჩნდებოდა. დღევანდელი პოლიტიკოსები ჩემთვის უნიჭო არტისტები არიან, რომლებიც საქართველოს ბედით ვაჭრობენ. ამიტომ, არავისთვის ხმა არ მიმიცია და არც მივცემ, რადგან მათ შორის ჩემი ერის მოყვარულ, ერთგულ ადამიანებს ვერ ვხედავ.


სიმართლე გითხრათ, არჩევნებში ჩემს თავსაც არ მივცემდი ხმას, რადგან მე კრისტალური ადამიანი არ ვარ და არ მინდა, ჩემი ხალხი მოვატყუო. მიუხედავად იმისა, რომ არავის ვემხრობი, მგონია, ბიძინა ივანიშვილი ძალიან ჭკვიანია და ვერ მოერევიან. მარტივი ლოგიკაა: რომ მოგერიო, შენზე უკეთესი, შენზე გონიერი და წესიერი უნდა ვიყო, მაგრამ თუ ნაძირალა ვარ, ხალხი როგორ გამომყვება ან რატომ დამიჯერებს? ჩემი აზრით, 

ბიძინას მარტო ფეხებში აქვს იმდენი ჭკუა, რამდენიც ჩვენს ოპოზიციონერებს – თავში. ერთი კარგი გამონათქვამია: ისეთმა ძროხამ უნდა დამწიხლოს, რომელიც ჩემზე მეტს იწველისო – აქაც იგივე სიტუაციაა. ჩემი აზრით, ეს ძალად ოპოზიცია სულ მალე პარლამენტში შეცუნცულდება და ამას ყველა დავინახავთ. ახლა კი გაიძახიან – არჩევნები გააყალბესო, მაგრამ ამ არჩევნების შედეგები მთელმა მსოფლიომ აღიარა: თქვეს, რომ ხარვეზებით, მაგრამ მაინც ჩატარდა. იმიტომ, რომ ვიღაცას მისი შედეგი არ მოეწონა, ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს? კი ბატონო, ჩატარდეს ხელმეორე არჩევნები, მაგრამ ესენი რომ მოვიდნენ, მაშინ გვეშველება? ხალხმა ვინმეს რომ დაუჯეროს, წესიერი ხალხი უნდა იყოს ოპოზიციის სათავეში და არა თავის თავზე შეყვარებული ვირთხები. ვის დავუჯერო? – ალეკო ელისაშვილს თუ “გირჩს”, რომლის წევრებიც ახალგაზრდებს პლანის მოწევისკენ მიუთითებენ?



მართალია, პოლიტიკისგან შორს ვარ, მაგრამ ერთი რამ მშვენივრად ვიცი: დღეს ჩვენ პოლიტიკოსები არა გვყავს, ესენი მასხარები არიან. ვინ არიან პოლიტიკოსები? – ის ახალგაზრდები, რომლებიც ათას სკამზე თუ პარტიაზე გადამხტარი პოლიტიკოსების შვილები არიან? ეგენი არიან ერის მხსნელები და გადამრჩენლები? ევროპელები ვართო, იჩემებენ, ამ დროს გამოდის ნიკა გვარამია და ამერიკის და გერმანიის ელჩს აგინებს. ვის უნდა დავუჯერო, ერთი მითხარით. დღეს ჩვენ ოპოზიცია არა გვყავს – ამას ვამბობ მე, გივი ვარ სიხარულიძე და ისე ვმსჯელობ, როგორც ყველა ნორმალური კაცი უნდა მსჯელობდეს. მშვიდობიან რევოლუციაზე ლაპარაკობენ, მე მინდა ყველას შევახსენო საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუცია, რომლის მამამთავრები რობესპიერი და დალტონი იყვნენ. ამ ადამიანებმა უამრავ მომხრეს და თანამებრძოლს, რომელიც ამ რევოლუციაში მონაწილეობდა, შარი მოსდეს, ბოლოს გილიოტინაზე აიყვანეს და თავი მოჰკვეთეს. რობესპიერმა თავის უახლოეს თანამებრძოლს – დალტონსაც იგივე მიუსაჯა, რაც სხვებს და მასაც თავი მოჰკვეთეს. როცა დასასჯელად მიჰყავდათ, დაინახა, რომ რობესპიერი ფანჯრიდან ჩუმად უყურებდა და შესძახა: მალე შენც გილიოტინაზე დაამთავრებ სიცოცხლესო. მართლაც, ასე მოხდა: რამდენიმე თვის შემდეგ, როპესპიერიც მკაცრად დაისაჯა. სწორედ მას ეკუთვნის ცნობილი ფრაზა: რევოლუცია ჰგავს მითურ ღმერთს, რომელიც თავის შვილებს ჭამსო. ეს ისტორია იმიტომ გავიხსენე, რომ ნებისმიერი არეულობის და რევოლუციის წინააღმდეგი ვარ – ამას ნებისმიერი ქვეყნისთვის მხოლოდ უბედურება მოაქვს.

შეგახსენებთ, გიორგი რურუა გივი სიხარულიძის სიძე (შვილიშვილის ქმარი), ოპოზიციის მხარდამჭერია და ის ამ დროისთვის ციხეშია.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგივი სიხარულიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე
ახალი ამბები

შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე

19:44 09-02-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა

18:48 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved