ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მერობის კანდიდატის, ანზორ მელიას განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს ოპოზიცია, რადგან მათ “სხვა უფლება არ აქვთ”. ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მან ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა და თქვა, რომ მან “მწარედ მოატყუა”.
“ბიძინა ივანიშვილო, მოგმართავ, ამ ხალხის 80% თქვენი მხარდამჭერი არ იყო? მათ შორის, მეც და მწარედ მომატყუე და შემაცდინე. არ ხედავ, რატომ დაეცა შენი რეიტინგი ბოლომდე? ვინ გყავს პარლამენტში, ვინ გყავს მთავრობაში, რა ზიზღის ენით, რა ტერმინოლოგიით, სიძულვილით საუბრობენ მთავრობის ხელმძღვანელები. ჩვენ აუცილებლად დავამთავრებთ ამ კლოუნადას, შურს, ზიზღს, ურთიერთარგატანას”, – აღნიშნა მელიამ.
კომენტარები