• რეკლამა
  • კონტაქტი
23:17, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში ნაშოვნი მილიარდები, 3 მილიარდი დოლარი ჩამოიტანა საქართველოში და 20 წელია, ჩუმად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე აძლიერებს სახელმწიფოს და ჩვენს მოსახლეობას, სააკაშვილმა რუსეთის ჯარი დააბრუნა ქვეყანაში 2008 წელს და ომის შემდეგ, მთელი სტრატეგიული ობიექტები და აქტივები გადასცა რუსეთს – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:53 09-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

„ტვ პირველის“ სახელი რომ შეიცვალოს, მე გირჩევდით, თქვენს ტელევიზიას დაუბრინოთ რეალური სახელი – „რეალტივი“, თქვენ ხართ ჩვეულებრივი „რეალტივი“, ისეთი, როგორიც იყო 2012 წელს ვანო მერაბიშვილის ტელევიზია, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ტელევიზიის მიერ მომზადებული სიუჟეტი იყო სიყალბით გაჯერებული ბინძური პროვოკაცია.

„დღეს თქვენი მმართველია სააკაშვილი, ხაზარაძე და წერეთელი, მაგრამ თქვენ ხართ ჩვეულებრივ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზია – „რეალტივი“, იგივე სტილში მუშაობთ, ფალსიფიკაცია, გაყალბება, ფაბრიკაცია, ეს არის თქვენი ხელწერა. მოსახლეობას რომ ავუხსნათ, რას ემსახურებოდა თქვენი დამკვეთების და მმართველების მორიგი, სიყალბით გაჯერებული ბინძური პროვოკაცია, ვინც ეს სიუჟეტი გააკეთა, რისი ჩვენება უნდათ მოსახლეობისთვის, რომ პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს კონტაქტი ჰქონდა და ცდილობდა რუსეთის ელჩთან კონტაქტს? ეს არის პირველ რიგში მოსახლეობის შეურაცხყოფა, რადგან თქვენ ცდილობთ ამ სიუჟეტებით მოსახლეობა შეიყვანოთ შეცდომაში, ამ დროს მოსახლეობა ძალიან კარგად არჩევს ტყუილს და მართალს, თეთრს და შავს, ყველაფერი ფაბრიკაციაა, სიცრუე და აბსურდული ვერსია გაქვთ შემუშავებული. ეს ერთი. მეორე, ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში ნაშოვნი მილიარდები, 3 მილიარდი დოლარი ჩამოიტანა საქართველოში და 20 წელია, ეს კაცი ჩუმად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე ხარჯავს და ეხმარება, აძლიერებს სახელმწიფოს და ჩვენს მოსახლეობას. თქვენმა დამკვეთმა სააკაშვილმა რუსეთის ჯარი დააბრუნა ქვეყანაში 2008 წელს და ომის შემდეგ, სრული პასუხისმგებლობით მინდა ვუთხრა მოსახლეობას, გამყიდველმა და მოძალადე სააკაშვილმა, მთელი სტრატეგიული ობიექტები და აქტივები გადასცა რუსეთს. აი, ეს არის რეალური განსხვავება ჩვენს პოლიტიკურ ძალას და თქვენს პოლიტიკურ ძალას შორის. დანარჩენი, იმდენად უსუსურ მდგომარეობაში არიან დღეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, იციან რა, რომ სასტიკად მარცხდებიან ყველგან და არავითარი თეორიული შანსი არ რჩებათ, გარდა ამ ბინძური პროვოკაციებისა და ფაბრიკაციებისა. რა თქმა უნდა, ესეც არის დროებითი. რამდენიმე დღე გაივლის და დღეს მორიგი სისულელე მოიფიქრეს, თითქოს სერვერებზე ჩვენ განვახორციელეთ შეტევა. ვის რაში სჭირდება თქვენი სერვერები საერთოდ, აქედან რომ დავიწყოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved