ბიძინა ივანიშვილი სამებაში მივიდა. “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე საკათედრო ტაძარში მეუღლესთან, ეკატერინა ხვედელიძესთან და ვაჟთან ერთად გამოჩნდა. გავრცელებულ კადრში ჩანს, რომ სასულიერო პირებსა, ხალხსა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახს შორის, დაცვა დგას.
სამების საკათედრო ტაძარში “ქართული ოცნების” სხვა წევრებიც იმყოფებიან.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათედრო ტაძარში, ცოტა ხნის წინ, დაასვენეს.
მომდევნო დღეების განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის საკათერდო ტაძარში, ილია მეორეს სურვილის თანახმად დაკრძალავენ.














კომენტარები