• რეკლამა
  • კონტაქტი
05:15, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბიძინა ივანიშვილი აკმაყოფილებს ოთხიდან ოთხივე კრიტერიუმს” – გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
13:33 10-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
102
დეპუტატი, რომან გოცირიძე:
“ოლიგარქის შესახებ ქართული ოცნების კანონპროექტითაც კი (ე.წ. უკრაინული ვარიანტი), ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია. იგი აკმაყოფილებს ოთხიდან არა მხოლოდ სამ, არამედ ოთხივე კრიტერიუმს:
-აქვს 247 მილიონ ლარზე მეტი ქონება,
-აქვს გავლენა მედიასაშუალებაზე (“იმედის” ჰოლდინგი, “ჯი-დი-ესი”) ე.წ. დაკავშირებული პირების მეშვეობით (ირაკლი რუხაძე, ბერა ივანიშვილი),
-აქვს გავლენა პოლიტიკურ პარტიაზე,
-უჭირავს ეკონომიკის რომელიმე სფეროში დომინანტური მდგომარეობა (აკონტროლებს ცემენტის ბიზნესის უდიდეს ნაწილს ირაკლი რუხაძესთან ერთად).
როგორი კანონიც არ უნდა იქნას მიღებული (თუნდაც ოპოზიციის მიერ გაუმჯობესებული ვარიანტი), ქართული ოცნება არ შეიყვანს ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქთა რეესტრში. ესეც დამატებითი არგუმენტი იქნება მისი ოლიგარქობის.
ამ კანონის მიღება არც კონკრეტულ გვარზე უნდა იყოს მიბმული და არც კონკრეტულ დროზე. ეს კანონი სჭირდება ქვეყანას სამომავლოდაც. არ იქნება ეს ხელისუფლება, არც ბიძინა ივანიშვილი იქნება ოლიგარქი, თუმცა ყოველთვის იარსებებს საფრთხე ფულით პოლიტიკური და საზოგადოებრივი მდგომარეობის მოპოვებისა.
ოლიგარქის შესახებ კანონის დღის წესრიგიდან მოხსნა იმ მიზეზით, რომ ხელისუფლებას არ მოსწონს ოპოზიციის ვარიანტი, ხოლო ოპოზიციას ხელისუფლების, იქნება სერიოზული შეცდომა.
ე. წ. უკრაინული ვარიანტის ან მისი გაუმჯობესებული ვერსიის მიღება ახლა თუ არა, მომამავლში მაინც გახდება შესაძლებელი. ახლა კი, ქართული ოცნება შეეცდება უკრაინული მოდელის ოპოზიციის ხელით ჩახსნას ან ამის გაკეთებას ე. წ. განდგომილთა მეშვეობით. ამის უფლება არ უნდა მივცეთ.
რამდენსაც მეტს იძახებს ოპოზიცია, რომ არ მოსწონს უკრაინული ვარიანტი, იმდენად ჩნდება ეჭვი ოპოზიციაში მინიოლიგარქების არსებობის. არა და ეს ასე არ არის-ამ კრიტერიმებით არცერთი ოპოზიციასთან ასოცირებული ბიზნესმენი ოლიგარქთა რეესტრში ვერ ხვდება. ვინმეს შეყვანა თუ უნდათ (თუ გაუვათ), ნებისმიერი კანონით შეიყვანენ. თავად ამ რეესტრში მოხვედრა არ არის დამღა-უწესდება მხოლო დამატებითი მოთხოვნები ფინანსურ გამაჭვირვალობაზე და არ ექნება პარტიების დაფინანსების უფლება.”
თეგები: ბიძინა ივანიშვილირომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved