• რეკლამა
  • კონტაქტი
15:42, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე სათქმელი რთულად მეთქვა”– ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
14:38 08-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
115

ოპოზიციური ალიანსის ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე სათქმელი რთულად მეთქვა, 3 ლიტერატურული არქეტიპის და ერთი მითიურ-ისტორიული პარადიგმის გამოყენებით 
როგორც ახლა უყვართ თქმა, “ხალხურად” მომდევნო დღეებში განვმარტავ, განვავრცობ, შემოგთავაზებთ. ახლა კი ვისაც დრო და სურვილი გექნებათ, ეს ჩახლართული ტექსტი წაიკითხეთ იმის გასაგებად, როგორ ვუყურებ ვითარებას 
ჰამლეტი: რეფლექსია, ანალიზი, სკეპტიციზმი და ეგოიზმი, რომელიც კლავს მოქმედებას. შედეგი: ოფელიას, ანუ არა იდეალური, არამედ რეალური ქალის სიკვდილი, როგორც მთავარი ღირებულებითი ორიენტირის. რეფლექსიურ თვითტკბობას (მათ შორის, კარგი ხალხისას) ყოველთვის ეწირება ნამდვილი ფასეულობა.
დონ კიხოტი: იდეალიზმი, რწმენა და თავგანწირვა, რომელიც მოკლებულია ანალიზს და ვერ აღწევს შედეგს. იდალგო ებრძვის ქარის წისქვილებს მის მიერ გამოგონილი იდეისთვის, რომლისაც თავად სჯერა და სწორედ ეს გულწრფელობა და თავდადება აშორებს რეალობას. იდეოლოგიურ ფანატიზმს (მათ შორის, კარგი ხალხისას) ყოველთვის ეწირება ნამდვილი ფასეულობა.
შექსპირს და სერვანტესს შევხედოთ და ვისწავლოთ, როგორ არ უნდა ვქნათ.
იმის გასააზრებლად, თუ როგორ უნდა ვქნათ, მივყვეთ რუსთაველს, ავირჩიოთ ავთანდილის არქეტიპი: რაციონალური ლიდერები და სტრატეგები. ისინი იღებენ სამშობლოსგან დავალებას (თინათინი), ფაქტებზე (და არა ილუზიებზე) დაყრდნობით სახავენ გეგმას, აერთიანებენ განსხვავებულ ჯგუფებს და იძენენ მოკავშირეებს (და არა მოკავშირეებს აქცევენ მტრებად). ამის შემდეგ კი გადადიან ეფექტურ, კოლექტიურ მოქმედებაზე ქაჯეთის ციხის (ავტორიტარული სისტემის) დასანგრავად. და იმარჯვებენ! და გადაარჩენენ სამშობლოს!
ახლა კი პარადიგმა იმის გასარკვევად, არა ვინ ვიყოთ, არამედ როგორ მოვიქცეთ: გორდიას კვანძი, ავტორიტარიზმის და პროპაგანდის სიმბოლო. ლეგენდა ამბობდა: „ვინც ამ კვანძს გახსნის, აზიის მბრძანებელი გახდება“. სისტემამ (მისტიკამ, წინასწარმეტყველებამ, ანუ ჩვენს რეალობაში პროპაგანდამ) შექმნა აღქმა, რომ „გახსნა“ ნიშნავს თითებით წვალებას, ასე ვთქვათ, “აბურდულის განბურდვას”. ალექსანდრემ მშრალად შეხედა ფაქტს: კვანძი უნდა განადგურდეს, რათა ურემი გათავისუფლდეს. გაკვალული გზები ყოველთვის არ მუშაობს და მანტრასავით მათი მუდმივად გამეორება უგუნურებაა. მნიშვნელობა აქვს არა რიტუალს, არამედ მხოლოდ შედეგს: ალექსანდრემ დაკრა მახვილი და გააგრძელა გზა აზიის დასაპყრობად. და გაიმარჯვა, გახდა აზიის მბრძანებელი!
ავტორიტარული პროპაგანდა ყოველთვის ცდილობს, საზოგადოებას წინ დაუდოს ასეთი „გორდიას კვანძები“: ხელოვნური, ჩახლართული ფსევდო-პრობლემები, შეთქმულების თეორიები, ცრუ დილემები, იდეოლოგიური დებატები, რათა ყურადღება გადაიტანოს მთავარისგან, ერთმანეთს დაგვაპირისპიროს, ენერგიისგან დაგვცალოს, ორთქლი გამოგვაშვებინოს. ამ დროს კი გამოსავალი ყოველთვის ალექსანდრესეული რაციონალიზმია: უარი თქვა სისტემის მიერ შემოთავაზებულ წესებზე, შეხედო ფაქტებს ცივი გონებით და ერთი კონკრეტული, სტრატეგიული მოქმედებით გაჭრა დაწყევლილი კვანძი, გადაჭრა პრობლემა.
ალექსანდრე გვასწავლის დამოკიდებულებას პრობლემისადმი: ნუ ითამაშებ სისტემის წესებით. ავთანდილი კი გვასწავლის გეგმაზომიერებას, მიზანმიმართულებას, დაუღალაობას, ორგანიზებას, ერთიანობის ძალას.
ავტორიტარული ილუზიებისა და პროპაგანდის დასამარცხებლად, საზოგადოებას სჭირდება არა იდეოლოგიური ფანატიზმი (დონკიხოტობა) ან ინტელექტუალური ნიჰილიზმი და ხელების ჩამოშვება (ჰამლეტობა), არამედ ცივი, ფაქტებზე დაფუძნებული სტრატეგია და ორგანიზებული, კოლექტიური მოქმედება საერთო მიზნისთვის (ავთანდილობა).
ამიტომაც, არ უნდა ვიყოთ არც ჰამლეტები და არც დონ კიხოტები. როცა სამშობლო საფრთხეშია, უნდა ვიყოთ ავთანდილები და ერთად დავანგრიოთ ქაჯეთის ციხე!
როცა დრო ცოტაა და შედეგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, უნდა გავჭრათ გორდიას კვანძი! უნდა გავჭრათ ერთად!

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved