• რეკლამა
  • კონტაქტი
16:07, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბევრი სამხედრო იზოლაციაში იმყოფება” – ჯარის სკანდალის გაგრძელება

ალია ავტორი - ალია
22:11 04-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, სამხედრო და სამოქალაქო თანამშრომლების დიდი ნაწილი იზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ “2020NEWS“-ს კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განუცხადა.

როგორც არეშიძე სააგენტოსთან აცხადებს, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, კარანტინში ამ დროისთვის, დაახლოებით, 56 თამაშრომელი იმყოფება, მათგან სამხედრო უფრო მეტია, ვიდრე სამოქალაქო პირი.

“ეროვნულ გვარდიაში თვითიზოლაციის პროცესი კარგა ხანია, რაც დაწყებულია – მაშინ, როდესაც 6 ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. საუბარია ხუთ დამლაგებელზე და ერთ სამოქალაქო თანამშრომელზე. მას შემდეგ თვითიზოლაციაში იყო ბევრი, შესაძლოა, 56 თანამშრომელი. ერთი ნაწილისთვის თვითიზოლაცია დამთავრდა და მათ გზადაგზა მეორე ნაწილი მიემატა, როგორც სამოქალქო ისე, სამოქალაქო თანამშრომლები. ახლა რა პროცენტია სამოქალაქო და სამხედრო თანამშრომლების კარანტინში მოთავსებული?! მემგონი, სამხედრო უფრო მეტია, რადგან სამოქალაქო თანამშრომლები სახლებში გაუშვეს, რადგან იქ გაევლოთ თვითიზოლაცია“,- განაცხადა არეშიძემ.

მალავს თუ არა თავდავის სამინისტრო ინფიცირებული სამხედროების შესახებ ინფორმაციას? არეშიძის განცადებით, თავდაცვის სამინისტრო სავარაუდოდ, ინფორმაციას არ მალავს, რადგან სხვა შემთხვევაში, დაინფიცირებულების შესახებ ინფორმაცია მისთვის ცნობილი იქნებოდა.

“ვფიქრობ, რომ თავდაცვის სამინისტრო ინფიცირებულების შესახებ ინფორმაციას არ მალავდეს. სამინისტროს არ აქვს უფლება, რომ ინფორმაცია ჯანდაცვის სტრუქტურებს დაუმალოს. მაგრამ უწყებას აქვს უფლება, რომ ინფორმაცია საზოგადად არ გაახმაუროს. ეროვნული გვარდიის სამხედრო თანამშრმლები ინფიცირებულები რომ ყოფილიყვნენ, მე აუცილებლად მეცოდინებოდა“,- განაცახდა არეშიძემ.

“2020NEWS” ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ფლობდა სკანდალურ ინფორმაციას ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელებზე და ჯარისკაცების სავარაუდო დაინფიცირებაზე, რაც ღარიბაშვილის უწყებამ მაშინ კატეგორიულად უარყო.

მაშინ სააგენტოს წყარო აცხადებდა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულები სამხედრო პირებიც იყვნენ. მამუკა არეშიძე კი აცხადებდა, რომ თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი უწყების ხელმძღვანელებმა დაუდევრობა გამოიჩინეს და სიცხიანი თანამშრომლები სამსახურში ატარეს. ამ ფაქტმა კი ჯარში ეპიდაფეთქების საფრთხე გააჩნია.

“თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა უწყებამ სიმართლე დამალა. იქ ადამიანები სიცხიანი დადიოდნენ, რაზეც რეაგირება ხელმძღვანელობამ იმ დრომდე არ მოახდინა, ვიდრე ეს ამბავი თავდაცვის მინისტრამდე არ მივიდა“, – უთხრა რამდენიმე კვირის წინ არეშიძემ სააგენტოს.

შეგახსენებთ, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარანტინში იმყოფება ეროვნული გვარდიის 40 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაგან 8-ს კორონავირუსი უკვე დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. თუმცა ამ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს.

ინფორმაციისთვის, 28 მარტს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის 6 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. სამინისტროს ინფორმაციით, ეს ადამიანები 21 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. სამინისტროს განცხადებითვე, “სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს სხვა სამხედრო ნაწილებთან შეხება არ ჰქონიათ.

ყველა ინფიცირებული გადაყვანილია სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში“. 30 მარტს კი, ჩატარებული სკრინინგის საფუძველზე, გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებული 10 პირიდან ოთხს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ირკვევა, ყველა მათგანს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების თანამშრომლებთან ჰქონდათ შეხება.

2020 ნიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved