“ტაბულას” რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ადრე, ვიკილიქსმა ამერიკელი დიპლომატების კაბელები რომ გამოაქვეყნა, ანნ აპელბაუმმა დაწერა კარგი სტატია – რეალურად ის გაირკვა, რომ ამერიკელი დიპლომატები არ იტყუებიან, კაბელების შინაარსი ისაა, რასაც საჯაროდ ამბობენ – სიტყვები და ეპითეტები განსხვავდებაო.
ბევრი მეკითხება და ასე ვიტყვი:
რაც ითქვა ევროპული საქართველოს ლიდერების მიერ საჯაროდ, მხოლოდ ეგ ხდება – დისკუსია მიდის.
რით დასრულდება – არც მე ვიცი და თქვენც ვერაფერს გეტყვით.
მართლა.”
კომენტარები