• რეკლამა
  • კონტაქტი
16:23, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბევრად მეტი კრემაციის ნებართვაა გაცემული, ვიდრე ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვია – ესპანეთი

ალია ავტორი - ალია
13:38 04-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ესპანური გამოცემა „ელ მუნდოს“ ცნობით, ესპანეთში კორონავიურსით გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა, ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით ორჯერ მეტი იყოს.

როგორც ჟურნალისტებს ესპანეთის რამდენიმე რეგიონის მუნიციპალიტეტში განუცხადეს, მთავრობის მიერ გავრცელებულ სტატისტიკურ მონაცემებში მხოლოდ ის ადამიანები ხვდებიან, ვისაც კორონავირუსის ტესტი ჩაუტარეს და „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ.

ამასთან, როგორც ესპანური გამოცემა წერს, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, 14-დან 31 მარტამდე პერიოდში, მადრიდის რეგიონში კორონავირუსით 3 539 ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, როგორც რეპორტიორებმა დაადგინეს, დროის ამავე მონაკვეთში, მადრიდის რეგიონულმა სასამართლომ 9 007 ადამიანის დაკრძალვისა და კრემაციის ნებართვა გასცა.

„შესაბამისად გამოდის, რომ 14-დან 31 მარტამდე პერიოდში, მადრიდში 5 500-ზე მეტი ადამიანი სხვა მიზეზებით გარდაიცვალა. თუმცა, თუ შარშანდელ მონაცემებს გავითვალისწინებთ, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მადრიდში 4 100-დან 4 400-მდე ადამიანი გარდაიცვალა, გამოვა, რომ მთავრობამ, სავარაუდოდ, დაახლოებით 1 000 ადამიანის სიკვდილი არ აღრიცხა“, – წერს „ელ მუნდო“

ანალოგიური მდგომარეობაა კასტილიას-ლა მანჩას რეგიონში, სადაც მარტის თვეში კორონავირუსით გარდაცვლილების 965 შემთხვევაა აღრიცხული, თუმცა დაკრძალვის ნებართვა 3 139 პირზეა გაცემული.

ესპანური მედიის ცნობით, კორონავირუსით გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია, რადგან ბევრი ადამიანი ტესტირების და შესაბამისი დიაგნოზის დასმის გარეშე გარდაიცვალა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved