• რეკლამა
  • კონტაქტი
08:24, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბერძენიშვილმა ლექცია არ წაიკითხოს, ლაშა ბაქრაძე ლექსებს არ გაეკაროს…” – რას წერს ნათია ფანჯიკიძე

ალია ავტორი - ალია
14:33 05-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
629

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე,  ფეისბუქზე ლევან ბერძენიშვილზე აგორებულ სკანდალს ეხმიანება და წერს:

“რაც შეეხება ლევან ბერძენიშვილს – კარგი მასწავლებელი ის კი არ არის, ვინც მზა აზრებს უტენის თავში მოსწავლეებს, არამედ ის, ვინც წიგნთან მუშაობას ასწავლის და მადას აღუძრავს, წაიკითხოს და შემდეგ საკუთარი აზრი ჩამოაყალიბოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილები “წიგნებიან” სახლში დაიბადნენ და გაიზარდნენ და სულ რომ არ სდომოდათ, შემთხვევით რამე აუცილებლად შემოეკითხებოდათ, ეკამ, რომელიც ერთი წელი სწავლობდა ჯიპაში და ლევან ბერძენიშვილი უკითხავდა ლექციებს, ორგანიზებულად, არა ჩემგან, არამედ სწორედ ლევან ბერძენიშვილისგან შთაგონებულმა დაიწყო ძალიან სერიოზული წიგნების კითხვა. დარწმუნებული ვარ, ასევე ბევრ ადამიანს ააღებინა ხელში ბევრი მნიშვნელოვანი წიგნი მისმა დაუღალავმა შრომამ. პოლიტიკიდან ვინც გინდათ გაყარეთ, პოლიტიკოსი თქვენი/ჩვენი ნაქირავებია და ვისაც გინდათ “დანიშნავთ”, მიუხედავად იმისა, როგორი ვნებითაც არ უნდა უყვარდეს საქმე. პოლიტიკური მრავალნაირი სამსახური არსებობს და აუცილებელი არაა, ყველა აღმასრულებელ თანამდებობაზე იყოს. მაგრამ როცა ადამიანს იმ საქმეს უკრძალავ, რომელიც სიცოცხლის არსად აქვს ქცეული, მკვლელობაა. რატომ ვკლავთ ერთმანეთს? როცა ერთმანეთს ვკლავთ, ეს ხომ თვითმკვლელობაცაა. ბერძენიშვილმა ლექცია არ წაიკითხოს, ლაშა ბაქრაძე ლექსებს არ გაეკაროს, იაგო კაჭკაჭიშვილმა არ იკვლიოს, დათო ლორთქიფანიძემ სამუზეუმო საქმე მიატოვოს, გაგა ჩხეიძე კინოს არ მიუახლოვდეს…. ძალიან მერიდება საკუთარი თავის ამ ხალხთან ჩაკვეხება, მაგრამ მეც “შეყვარებული” ქალი ვარ, ბევრი შემშლია, მაგრამ რაღაც მიკეთებია სასარგებლო-ც… პაციენტი არ მივიღო…დარწმუნებული ხართ, რომ უკეთესი გახდება ჩვენი ქვეყანა? “

თეგები: ლევან ბერძენიშვილინათია ფანჯიკიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved