• რეკლამა
  • კონტაქტი
14:16, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბექა ოდიშარიას კერძო მევახშეობის პორტფელი უფრო საყურადღებოა” – შოთა დიღმელაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:50 01-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,782

სამოქალაქო აქტვისტი, შოთა დიღმელაშვილი:

იმ ბარბაროსულ პრაქტიკას, რის წინაშეც აღმოჩნდნენ დაუცველი ოჯახები კეკელიძეზე და არა მხოლოდ, საჯარო პოლიტიკის ლექსიკონში სპეციფიური ტერმინი მოეძებნება: მტაცებლური სესხი.
უნამუსო გამსესხებლები და არაინფორმირებული მსესხებლები ყველგან არიან, თუმცა ცივილიზებულებაზე პრეტენზიის მქონე სახელმწიფოებში გამსესხებლის უფლებებისა და მსესხებლის საჭიროებების დაბალანსებას ცდილობენ.
შესაბამისი კანონმდებლობა არსებობს ფინანსური სექტორის მექაში და მედინაშიც, აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში:
აშშ-ში სხვადასხვა საშტატო ადგილობრივი რეგულაციების გარდა, რომლებიც პროცენტების ჭერს განსაზღვრავს დრაკონული გარიგებებისგან დასაცავად, არსებობს აგრეთვე ფედერალური, ე.წ. დოდ-ფრანკის აქტი და მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიურო (CFPB), რომელიც მომხმარებლებს იცავს უსამართლო და მტაცებლური პრაქტიკებისგან.
დიდ ბრიტანეთი FCA-ს საშუალებით გამსესხებლებს მთელ რიგ რეგულაციებს უწესებს მტაცებლური სესხების წინააღმდეგ. აგრეთვე, არსებობს სამომხმარებლო სესხის აქტი, რომელიც მსესხებელსა და გამსესხებელს შორის ურთიერთობაში სასამართლოს ჩართვას და მტაცებლური სესხის შემთხვევაში გამსესხებლის დასჯას ითვალისწინებს.
ორივე ქვეყანაში ხელმისაწვდომია უფასო დახმარებისა და საკონსულტაციო სერვისები ცუდ მდგომარეობაში აღმოჩენილი მსესხებლისთვის.
ეს ყოველივე იქ, სადაც “კაპიტალიზმი მოიგონეს”. ხოლო ევროკავშირში, რომლის წევრობაც გვინდა, კონკრეტული ეროვნული კანონმდებლობების გარდა, უამრავი დირექტივაა, რომლებიც სესხებზე საერთო სტანდარტებს აწესებს. ცალკე დირექტივაა მიძღვნილი ხელშეკრულებების უსამართლო პირობებისთვის, არსებობს ცალკე რეგულაციური პაკეტი საკრედიტო და ფინანსური ინსტიტუტებისთვის და დავის გადაწყვეტის სპეციალური მექანიზმები სასამართლოში და მის მიღმა.
საქართველოში ამ მხრივ სრული განუკითხაობაა და კანონმდებლობა მორგებულია მტაცებლური პრაქტიკების გამტარებელთა ინტერესებს. რაც გასაკვირი არ არის, რადგან უამრავი მოქმედი მილიონერი პარლამენტარი ოფიციალურად არის ჩართული კერძო მევახშეობაში.
ათასი შავბნელი კანონმდებლობის ინიციატორ ისკო დასენს ყველა იცნობთ, შედარებით ნაკლები – დიდუბის მაჟორიტარ ივლიანე წულაიას, რომელსაც ოფიციალურად 10 მილიონი დოლარი ჰქონდა გასესხებული. ბექა ოდიშარიაც ხანდახან ამოტივტივდება ხოლმე, მეტწილად იმის გამო, რომ ფეისბუქზე ხალხს აგინებს, არა და მისი კერძო მევახშეობის პორტფელი უფრო საყურადღებოა.
და ა.შ. და ა.შ.

ცნობისთვის, გამოცემა “პუბლიკას ინფორმაციით, 2017 წელს შევსებულ დეკლარაციას თუ შევხედავთ, დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ 2016 წელს სესხად გასცა 170 000 დოლარი, საიდანაც სარგებლის სახით წლის განმავლობაში 24 724 დოლარი მიიღო. 2017 წლის 1 იანვარს ბექა ოდიშარიამ 2 წლის ვადით გაასესხა 270 000 დოლარი, თუმცა ახალ დეკლარაციაში ამ თანხის გასესხების შედეგად მიღებული სარგებელი არ არის მითითებული.

თეგები: ბექა ოდიშარიაშოთა დიღმელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved