• რეკლამა
  • კონტაქტი
03:53, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ბენოს კორონავირუსი მე გადავდე” – რას ყვება ბენო ქაშაკაშვილის მეუღლე საავადმყოფოდან

ალია ავტორი - ალია
02:53 03-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
471

ბიზნესმენ ბენო ქაშაკაშვილის მეუღლე, თეა ჯოხაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,მეგობრებო, ალბათ ბევრმა უკვე იცით, რომ მე და ჩემი მეუღლე კორონავირუსის დიაგნოზით ვიმყოფებით საავადმყოფოში. ეს რამდენიმე დღეა, გასაგები მიზეზების გამო არ მქონდა საშუალება ჩართული ვყოფილიყავი სოციალურ ქსელებში. მინდა, ნათელი მოვფინო მოვლენებს, რადგან ვიცი რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია.

11 მარტს რესტორან “ვინოტელში” ჩვენი მეგობრის გარდაცვალებიდან 40 დღის თავთან დაკავშირებით გაიმართა სადილი. სტუმრებს შორის ვიყავით მე და ჩემი ოჯახის წევრები. ჯამში, სადილს ესწრებოდა 20 ადამიანი, მათ შორის 16 ქართველი (ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ჩათვლით) 3 რუსი და ერთი შვეიცარიელი. კვირას, 15 მარტს დამირეკეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და მაცნობეს რომ ჩვენ ქართველ მეგობარს, რომელიც ესწრებოდა ამ სადილს, ლუგარის ლაბორატორიის ტესტირების თანახმად დაუდგინდა კორონავირუსი – SARS-COV2. მე ვიყავი მისი „მჭიდრო კონტაქტი“, რადგან ახლო დისტანციაზე ვისაუბრეთ ნახევარი საათის განმავლობაში, თუმცა არ გადამიკოცნია და არც ხელი ჩამომირთმევია. მე მაშინვე, დაუყოვნებლივ გადავედი თვითიზოლაციაში. ბენოზე (ჩემს მეუღლეზე) თვითიზოლაციის რეკომენდაცია არ ვრცელდებოდა. მე, იმავე დღეს განმივითარდა სიმპტომები, კერძოდ დაბალი სიცხე და მსუბუქი ხველება, რის გამოც გამოვიძახე გენეტიკის ლაბორატორიის კერძო ტესტი, რომელიც ორშაბათს, პირველივე შესაძლებლობისთანავე მოვიდა და სამშაბათს უკვე შევიტყვე, რომ ტესტის პასუხი დადებითი იყო. თავდაპირველად, ბენოს პასუხი იყო უარყოფითი, თუმცა განმეორებითმა ტესტმა, რომელიც სამშაბათს გაკეთდა უკვე დადებითი პასუხი დააფიქსირა.

რაც შეეხება სტუმრებს, ისინი თავს კარგად გრძნობენ და მინდა ავღნიშნო, რომ მათ არ შემოუტანიათ მიმდინარე ვირუსი. კორონავირუსი ჩვენ გადაგვედო ქართველი მეგობრისგან, რომელიც ასევე არ ყოფილა უცხოეთში. ბენოს, ჩემს მეუღლეს, კი მე გადავდე. ჩემი და ბენოს შემდგომ კონტაქტებს შორის, მადლობა ღმერთს ჯერ არავის დაუდგინდა აღნიშნული ვირუსი.

ვინოტელშიც და საქართველოს თანაინვესტირების ფონდშიც დაუყოვნებლივ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და ამ ეტაპზე ორივე დაწესებულება დაკეტილია.

მე და ბენო თავს კარგად ვგრძნობთ და ძალიან მადლობელი ვართ იმ თანადგომისთვის რომელსაც ბევრი თქვენგანისგან ვგრძნობთ.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved