ბელორუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ერთი დემონსტრანტის გარდაცვალება. უწყებამ განცხადება ცოტახნის წინ გაავრცელა. უწყების ცნობით, აქციის მონაწილე ძალოვან სტრუქტურასთან დაპირისპირების დროს დაიღუპა.
ეს ცნობა, პირველი დადასტურებაა ბელორუსის ძალოვანი უწყების მხრიდან.
გარდაცვლილის ვინაობა და გარემოებები ჯერ არ სახელდება.
მინსკის ცენტრში დემონსტრანტები ბარიკადების აგებას ცდილობენ. ამასთან პუშკინის პროსპექტზე ომონსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. ტელეკომპანია “დოჟდის” ცნობით, შედეგად სამი ადამიანია დაჭრილი.
ქალაქის ცენტრში დემონსტრაციის მონაწილეებმა შინაგანი ჯარის ნაწილებისკენ ფოიერვერკები გაუშვეს.
ექსპრესნიუსი
კომენტარები