• რეკლამა
  • კონტაქტი
22:32, პარასკევი, 16 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ბელგიაში არომატიზებული ელექტრონული სიგარეტები (vapes) აიკრძალება“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ზაზა წერეთელი?

ალია ავტორი - ალია
18:33 05-02-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
219

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ციფრული ჯანმრთელობისა და ინოვაციების დეპარტამენტის ექსპერტი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი ინფორმაციას ავრცელებს:

,,პარასკევს ბელგიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2028 წლის 1 სექტემბრიდან არომატიზებული ელექტრონული სიგარეტები (vapes) აიკრძალება. ნებადართული დარჩება მხოლოდ არომატის გარეშე ან თამბაქოს არომატით არსებული პროდუქტები.

მთავრობის განმარტებით, სხვადასხვა არომატი — როგორიცაა ხილი, ტკბილეული ან მენთოლი — განსაკუთრებით მიმზიდველია ახალგაზრდებისთვის და ხელს უწყობს მათ ჩართვას ვეიპინგში.

მთავრობა აღნიშნავს, რომ მსგავსი ზომები უკვე მოქმედებს ნიდერლანდებში, სადაც არომატების აკრძალვამ ვეიპინგის შემცირებას შეუწყო ხელი.

არსებობს ორი მიზეზი, რის გამოც ეს ზომა მხოლოდ 2028 წლის შემოდგომიდან ამოქმედდება.

პირველი — ეს რეგულაცია უნდა იქნეს შეტყობინებული ევროკავშირს (Technical Regulation Information System — ტექნიკური რეგულაციების საინფორმაციო სისტემა ) პროცედურის ფარგლებში, რომელიც კოორდინირებულია European Commission-ის მიერ. ეს პროცედურა მიზნად ისახავს შიდა ბაზარზე სავაჭრო ბარიერების თავიდან აცილებას და ითვალისწინებს წევრი სახელმწიფოების მიერ ახალი ტექნიკური რეგულაციების წინასწარ შეტყობინებასა და განხილვას. პროცესის ხანგრძლივობა წინასწარ ზუსტად განსაზღვრული არ არის და შეიძლება დამატებითი დრო დასჭირდეს შეფასებისა და კომენტარების ეტაპზე.

მეორე მიზეზი ის არის, რომ მთავრობას სურს მაღაზიებს მისცეს საკმარისი დრო არსებული მარაგების სრულად გასაყიდად.

ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კონტექსტში, რამეთუ არომატიზებული ნიკოტინის პროდუქტები წარმოადგენს სისტემურად დაგეგმილ სტრატეგიას თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან.

არომატები — ხილი, ტკბილეული, მენთოლი — შემთხვევითი არ არის. ისინი მიზანმიმართულადაა შექმნილი იმისთვის, რომ: შეამციროს ნიკოტინის მიღების „ბარიერი“, გაზარდოს პროდუქტების მიმზიდველობა ახალგაზრდებში და
ჩამოაყალიბოს ახალი მომხმარებლების თაობა

ამ კონტექსტში, რეგულაცია წარმოადგენს არა მხოლოდ ბაზრის მართვის, არამედ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის აუცილებელ ინსტრუმენტს

იმედია ერთ დღეს საქართველოც დაიწყებს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ასეთივე ყურადღების მიქცევას და არ დარჩება იმქვეყნების რიცხვში სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები კვლავ მნიშვნელოვნად არის გავლენილი თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებით. შესაბამისად რეგულაციების გაძლიერება ხშირად ყოვნდება ან სუსტდება, ხოლო არომატიზებული პროდუქტები რჩება ბაზარზე, მიუხედავად არსებული მტკიცებულებებისა მათი ზიანის შესახებ. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტები შეცვლილია მოკლევადიანი ეკონომიკური ან კომერციული ინტერესებით, რაც განსაკუთრებით აზიანებს ახალგაზრდებს და ზრდის ნიკოტინზე დამოკიდებულების გავრცელებას.

თეგები: ზაზა წერეთელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო

18:46 10-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო

17:30 10-16-2026
ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
ახალი ამბები

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

14:54 10-16-2026
Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved