საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე, საიტზე genews.eu, წერს:
“სამოგზაურო ტურისტული ლაინერი Orient Queen რომელიც ლიბანურ Abou Merhi ჯგუფს ეკუთვნოდა, ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად ჩაიძირა – იუწყება ლიბანური ტელეკომპანია OTV. ტელეკომპანიის ინფორმაციით გემზე მყოფი ეკიპაჟის 2 წევრი გარდაიცვალა ხოლო შვიდმა მძიმე დაზიანებები მიიღო.
როგორც OTV გადმოსცემს, გემი ბეირუთის პორტში ხმელთაშუა ზღვის კრუიზისთვის ემზადებოდა.ძლიერმა აფეთქებამ Orient Queen-ს კორპუსის დაზიენება გამოიწვია და ტრიუმში წყალი შევიდა, სამაშველო სამუშაოები უშედეგო გამოდგა და ლაინერი, პორტის აკვატორიაში ჩაიძირა.
საკრუიზო ტურისტული ლაინერი Orient Queen-ს სიგრძეა 121 მეტრი, 7,4 ტონა წყალწყვით, აშენებულია 1989 წელს და ითვლება ერთ ერთ კომფორტულ და ძვირადღირებულ სამოგზაურო გემად”
კომენტარები