• რეკლამა
  • კონტაქტი
20:41, სამშაბათი, 9 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბებო 24 საათი ტიროდა” – კლინიკამ ქალი, ხერხემლის მალის მოტეხილობით, გაწერა “აქტიურად მოძრაობის” რეკომენდაციით – რა მოხდა “ჰელსიკორში”

ალია ავტორი - ალია
20:00 03-10-2026
- ახალი ამბები, კონტროლი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,174

სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის (112) თანამშრომელი, თათა დავითულიანი:

მიუხედავად იმისა რომ ძალიან აღელვებული ვარ შევეცდები დეტალურად მოგიყვეთ ჩვენი ამბავი:
29 იანვარს ბებო დაეცა აბაზანაში და გადავიყვანეთ კლინიკა “ჰელსიკორი” ში სადაც გვითხრეს რომ ქონდა ქვედა კიდურის მოტეხილობა და საჭიროებდა ოპერაციას, რათქმაუნდა დავთანხმდით სხვა გამოსავალი არც იყო, გვითხრეს რომ გადაუღეს რენტგენი და გვაჩვენა ფოტო ექიმმა მისსავე ტელეფონში, ეს ხდება ღამის საათებში, მეორე დღეს ვაკონკრეტებ დღის მეორე ნახევარში შეიყვანეს საოპერაციო ბლოკში, 15 საათი ქალი გაუსაძლის ტკივილს უძლებდა, ყვიროდა წელი მტკივა ფეხზე მეტადო, გაკეთდა ოპერაცია რომელიც გაგრძელდა 6 საათამდე, გამოვიდა ქურურგი და გვითხრა რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და დილით მივსულიყავით როდესაც ბებოს გადაიყვანდნენ პალატაში, რამდენიმე დღე დაჰყო ბებომ პალატაში და უცებ დამძიმდა გადაიყვანეს რეანიმაციაში, გვეუბნებოდნენ რომ გართულება იყო სეფსისი და პნევმონია, ვერ იმორჩილებდნენ წნევას და ასე შემდეგ, ჩვენი დიდი თხოვნით დედა დაუშვეს თავმდგომად სტერილური ფორმით და ყველა წესის დაცვით, მიუხედავად იმისა დედა შიგნით იყო, ხან თერმომეტრი ჩარჩა ექთანს და საწოლში იპოვა დედაჩემმა (გადარჩა რომ არ დაიმსხვრა და ახალი ჭრილობა არ მიიღო)…

უცებ კლინიკის ხელმძღვანელმა აკრძალა თავმდგომი და გაგვიხადა სახვეწნად შესვლა, მაშინ როცა ბებოს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა ქონდა, იმ ნახვის საათებში როცა დედა შედიოდა სანახავად ბებო მოუვლელი ხვდებოდა კისრამდე სველი, რაზეც საჩივარი დაწერა, რომელსაც რა რეაგირება მოყვა არ ვიცით, როგორც იქნა 27 დღიანი მკურნალობის შემდგომ ბებო გამოწერეს, “ნამკურნალები” დანიშნულებით და რეკომენდაციით- აქტიური მოძრაობა!!!! მაშინ როცა თურმე ქალს ხერხემლის მე-3 ე მალის ღია მოტეხილობა აქვს.

14 დღიანი სახლში ჩვენი უდიდესი ძალისხმევით, არ დაგვიკლია არც ანალიზები, არც მედიკამენტები, არც მომვლელები, ასევე “ჰელსიკორიდან” გვყავდა მათი რეაბილიტოლოგი, რომელმაც ასევე მკაცრად მოითხოვა ბებოს აქტიურობა, მაშინ როცა ბებო 24 საათი ტიროდა და უჩიოდა წელის ტკივილს, დღეს გადმოვიყვანეთ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ნეფროლოგიის გამო, რადგან სახლში როდესაც ლაბორატორიებს ვიძახებდით და ანალიზები უარესდებოდა, ბრალდებოდა თირკმელს, აქ კი სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით, ქალს სეფსისი აქვს რომლითაც გამოგვატანეს სახლში და ასევე ხერხემლის მალის მოტეხილობა. ცრემლებს ვერ ვიკავებ, ეს რა დღეში აღმოვჩნით??? ქალი საოპერაციოა ხერხემალზე მაგრამ მისი მდგომარეობა ამის საშუალებას არ გვაძლევს
პ.ს იმ საკითხს თუ რა წერია ჰელსიკორის კალკულაციაში რომელიც სახელმწიფოს აანაზღაურებინეს, ან ფორმა 100-ში რამდენი შეუსაბამობაა ამას სხვაგან დავწერ.

ღმერთმა იცის ომი არ მინდოდა, ახლა კი ყველაფრისთვის მზად ვარ!!! მე მადლიერების გამოხატვაც არ მიჭირს, მაგრამ უსამართლობას არასდროს ვეგუები, მითუმეტეს როცა საქმე ჩემს გამზრდელ ბებოს ეხება, ოჯახის წევრს კი ასაკი არ აქვს!

იმ შემთხვევაში, თუ კლინიკა კომენტარს გააკეთებს, მასალა განახლდება.

თეგები: თათა დავითულიანიჰელსიკორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ევაკუატორი ბათუმში
ახალი ამბები

როგორ აარჩიო ევაკუატორი ბათუმში – ავარიული ევაკუაციის საკონტროლო სია

18:43 06-09-2026
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა

17:57 06-09-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების 5 პრინციპი

15:20 06-09-2026
მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
ახალი ამბები

მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის

14:11 06-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved