• რეკლამა
  • კონტაქტი
05:35, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ბებიაჩემის კლასელები იყვნენ ისიც და მერაბ კოსტავაც, ხოდა როცა ვკითხე, სკოლაში როგორები იყვნენ მეთქი…” – სანდრო ელოშვილი

ალია ავტორი - ალია
01:54 03-31-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,006

რეჟისორი სანდრო ელოშვილი ზვიად გამსახურდიაზე:

„ზევსს გეფიცები, აგელაი, ზევსს და მამაჩემის ტკივილებს” – შენთვის მითარგმნიაო ჰომეროსი, წერდა კონსტანტინე გამსახურდია 16 წლის ზვიადს… 17 წლისას კი პირველად დააპატიმრებენ და დაიწყება მისი გზა, განსაცდელის, დევნის, წამების…
შემდეგ თავისუფლებას მოგვიტანს და ვერ ვაპატიებთ…
გარდაცვალებაც მის სიცოცხლეს დაემსგავსება, მისი ნეშტიც კი ვერ იპოვის ადგილს საქართველოში…
ორი კვადრატული მიწა არ მოიძებნება ქვეყანაში, რომელსაც ორი წლით ადრე ორ საუკუნოვანი ტყვეობიდან იხსნის…
ლევან გოთუას უთქვამს პატიმრობაში – ეს ვერ გამიგია, სამშობლო იმიტომ მიყვარს, რომ ასე შორსა ვარ მისგან, თუ იმიტომაც ვარ ასე შორს, ასე ძლიერად რომ მიყვარსო…
მე კი ამ სიტყვებზე სულ ზვიადი მახსენდება.
ნუთუ არ შეეძლო გროზნოდან წასულიყო დასავლეთში, თუნდაც ფინეთში, როგორც “ჰელსინკის კავშირის“ წევრი და მოეთხოვა თავშესაფარი…
ნუთუ არ შეეძლო, როდესაც მიხვდა რომ განწირული იყო, უკან წასულიყო გროზნოში მის ოჯახთან, ჩეჩნეთიდან სამეგრელოს მთებში ერთ ვერტმფრენს არ გადმოაფრენდა ჯოხარ დუდაევი?!
მაგრამ არ… მაგრამ ვერ…
აკი უპასუხა კიდეც აშშ-ს ვიცე პრეზიდენტს, როდესაც უთხრა, თქვენ დინების საწინააღმდეგოდ მიცურავთო…
დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიყვებიანო!
ხომ სულ იძახდა, არსებობს ბარაბას და არსებობს ქრისტეს გზაო… მე ვფიქრობ მაცხოვრის გზა აირჩია… როდესაც ნახა როგორ დევნიდნენ მის გამო ხალხს საქართველოში და განსაკუთრებით სამეგრელოში… სახლებს უწვავდნენ, ძარცვავდნენ, აყაჩაღებდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, კლავდნენ… დაბრუნდა და საკუთარი ხალხის მაგივრად ეწამა.
ნეტავ რას ფიქრობდა ხიბულასკენ მიმავალ გზაზე…
საქართველოს მოსახლეობის 86 % არჩეულ პრეზიდენტს, სამი კაცი რომ მიაცილებდა…
დაუძლურებულს, როგორც ნადირს, ისე რომ ერეკებოდნენ “ნომრებში“ ჩასაფრებული მონადირეებისკენ…
ალბათ ვერასდროს ამოვალთ მისი ცოდვიდან, ვერასდროს მოვინანიებთ…
ყველაფერი მომისმენია მასზე… ცუდიც და კარგიც, მაგრამ ერთი ფაქტია… როგორც ერთხელ დათო ტურაშვილმა თქვა, მისი მთავრობის წევრებს დღემდე ის პიჯაკები და სვიტერები აცვიათ, მაშინ რომ ეცვათო…
ყველას თავის ზვიადი ჰყავს… ზოგისთვის ზვიადა, ზოგისთვის ბატონი პრეზიდენტი…
ჩემი ზვიადი იცით როგორია?
ბებიაჩემის კლასელები იყვნენ ისიც და მერაბ კოსტავაც,
ხოდა როცა ვკითხე, სკოლაში როგორები იყვნენ მეთქი…
– ჩემს უკან ისხდნენ და სულ რაღაცას ჩურჩულებდნენ, რას ლაპარაკობდნენ არ ვიცი, მარტო ის მახსოვს, სულ იმეორებდნენ
საქართველო, საქართველო…

ზვიად გამსახურდია 87 “

თეგები: სანდრო ელოშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”
ახალი ამბები

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”

20:53 11-06-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved