• რეკლამა
  • კონტაქტი
04:30, ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბავშვთა ქორწინება რჩება ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად, რომელიც გავრცელებულია მთელი საქართველოს მასშტაბით” – გოგა ხატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:31 10-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
226

იურისტი, გოგა ხატიაშვილი:

“ბავშვთა ქორწინება რჩება ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად, რომელიც გავრცელებულია მთელი საქართველოს მასშტაბით.

ხშირად ის ვლინდება ისეთ დანაშაულებში, როგორიცაა: ქორწინების იძულება, გაუპატიურება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ა.შ. ხშირად ისინი ჩადენილია ქორწინების იძულების მიზნით.

პრევენციის გარდა, ასეთი შემთხვევების დროული გამოვლენა და მათზე ეფექტიანი რეაგირებაა საჭირო.

პირველ ეტაპზე, სკოლას, მანდატურის სამსახურს, საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებას, ადგილობრივ თვითმმართველობას, პოლიციას, სამედიცინო სერვისების მიმწოდებლებს (მათ შორის, სოფლის ექიმებს), აქვთ ვალდებულება გამოვალინონ მსგავსი ფაქტები და ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას – გადაამისამართონ (შეტყობინება განახორციელონ) პოლიციასა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში. ეს ვალდებულება განსაზღვრულია კანონით.

პოლიციისათვის შეუტყობინებლობა ისეთი დანაშაულების, როგორიცაა არასრულწლოვნის გაუპატიურება ან/და თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ასევე დანაშაულია და ისჯება.

შესაბამისად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ყველამ იმ პირის, ვისაც ჰქონდა ინფორმაცია, გადამისამართების ვალდებულება, მაგრამ ეს არ გააკეთა.

უფრო მეტიც, ხშირად ასეთი დანაშაულები ჩადენილია რამდენიმე პირის მიერ და სხვებიც მონაწილეობენ მასში, რაც ასევე, მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved