• რეკლამა
  • კონტაქტი
12:13, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბავშვობაში ბალერინობაზე ვოცნებობდი, სასწავლებელში თქვეს, პერსპექტიული გოგონააო, დაკვირვების შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ჩემგან ბალერინა ვერ დადგებოდა, უკრაინასა და მოლდოვას გუშინ უთხრეს, რომ მათგან ბალერინა გამოვა – სალომე სამადაშვილი

ალია ავტორი - ალია
11:28 06-24-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
441

ივანიშვილს და რუსეთს არ მოვაპარინებთ ჩვენი მრავალი თაობის ოცნებას, – ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

სამადაშვილი ხსნის, რა განსხვავებაა უკრაინისა და მოლდოვის „კანდიდატობასა“ და საქართველოს „პერსპექტივას“ შორის.

„მარტივად და გასაგებად ავხსნი, რა განსხვავებაა უკრაინის და მოლდოვის „კანდიდატობას“ და ჩვენს „პერსპექტივას“ შორის.

ბავშვობაში ბალერინობაზე ვოცნებობდი-ქორეოგრაფიულ სასწავლებელში შემხედეს და „პერსპექტიული გოგონააო“ თქვეს. მიმიღეს მოსამზადებელ კურსზე-შეგხედავთ, წლის ბოლოს გამოცდას ჩააბარებ და მერე გეტყვით, გამოვა შენგან ბალერინა თუ ვერო. ერთ წლიანი დაკვირვების შემდეგ კი, გადაწყვიტეს, რომ ჩემგან ბალერინა ვერ დადგებოდა.

ასე დასრულდა ჩემი ბავშვობის ოცნება.

უკრაინას და მოლდოვას გუშინ უკვე უთხრეს, რომ მათგან ბალერინა გამოვა. პირობების შესრულების შემდეგ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

ჩვენ გვითხრეს, რომ „პერსპექტივა“ გვაქვს. ექვს თვეში თუ ვაჩვენებთ, რომ ივანიშვილის პრივატიზირებული არაა ჩვენი სახელმწიფო, შესაძლოა გადაწყვიტონ, რომ ჩვენც შეიძლება გავხდეთ ევროკავშირის წევრი. გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს ჩვენთან არ იწყებენ.

ივანიშვილს და რუსეთს არ მოვაპარინებთ ჩვენი მრავალი თაობის ოცნებას.

P.S. ვისაც რუსეთის და ოცნების პროპაგანდის სჯერა, რომ ომში ჩართვას ითხოვდა ვინმე – მოლდოვაში არაა ომი, ნუ გამოაშტერებინებთ თავს ცრუპენტელების მთავრობას“, – წერს ოპოზიციონერი დეპუტატი „ფეისბუქში“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved