• რეკლამა
  • კონტაქტი
23:39, შაბათი, 12 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბავშვით საჯარო სივრცეში გამოსვლის რატომ უნდა მეშინოდეს, ასეთი უკულტურო და შეუგნებელი ხალხის გამო?” – წერილი სოციალური ქსელიდან

ალია ავტორი - ალია
18:35 11-13-2024
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
715

სოციალურ ქსელში, ჯგუფში, სასოწარკვეთილი მომხმარებელი, მოქალაქე, წერს:

გამარჯობა, არვიცი რამდენად თემატურია მაგრამ ნამდვილად ძალიან სასოწარკვეთილი და აღელვებული ვარ და ვთვლი რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის უფლება და შესაძლებლობა მეც, ბავშვებიან ადამიანს ისე უნდა მქონდეს, როგორც სხვა ნებისმიერს. მოკლედ, საქმე რაშია:
დღეს ჩემი ორი შვილით, 6 და 2 წლის, ვმგზავრობდი ავტობუსით, უფროსი იჯდა მშვიდად, პატარაც, უბრალოდ იცინოდა, ხაზს გავუსვამ რომ უბრალოდ იცინოდა ბავშვი, სხვა არაფერი გაუკეთებია მართლა, ან ეხმაურა ზედმეტად, ან ეკივლა, ეწივლა, ეტირა, ყირაზე გადასულიყო არაფერი მსგავსი, უბრალოდ წყლის ბოთლს გადმომიგდებდა მის პირისპირ მჯდომს და მაგაზე ხითხითებდა. ცოტა ხანში ვიღაც კაცის უკმაყოფილო ხმა მომესმა, რა თქვა ეგ არ მახსოვს, მაგრამ გავიგონე ჩემი შვილის სიცილით შეწუხებული ქალის ხმა – “რა ხდება მართლა და მართლა, დააწყნარეთ ეს ბავშვებიო” და აი მანდ უკვე ძალიან ავღელდი, ქალბატონო ბავშვი არ გყავთ სახლში, ბავშვი რანაირად უნდა გავაჩერო, თან მითუმეტეს რას აშავებს, ორი წლის ბავშვი იცინის, არ გაჩუმდა არაფრით, თან მეც უკვე მეკეტება როცა ბავშვებს ეხება საქმე და მაქსიმალურად ვცილობდი კულტურულად მესაუბრა, მააგრამ მეც რომ არ გავჩუმდი არ მოეწონა და “ახლა გასაგებია, შენ როგორ შვილებს გაზრდიდი აბაო” ცინიკურად მითხრა და მანდ უკვე არაადეკვატური გავხდი, მშვენიერი შვილები მყავს და თქვენი საქმე ნამდვილად არაა, დავიჯერო ისეთი ამოწყვეტილი ხართ, ოჯახში ბავშვი არ გყოლიათთქო? რუსეთის გარდა მართლა არაფრის ღირსი არ ხართ, სამი წელი ევროპაში ვიცხოვრე და მიუხედავად იმისა რომ იდეალური არაა იქაურობა, ბავშვი სულ რომ ყირაზე გადავიდეს საჯარო სივრცეში არავინ არაფერს გეტყვის ცუდად, ძალიან უზრდელი და შეუგნებელი ხართთქო და მისი ბედი, რომ უკვე ჩავდიოდი, თორემ ჩემს შვილებს ცუდად რომ ეხება ვინმე, მანდ უკვე თვალებში მიბნელდება და ყველანაირი ასაკობრივი და კულტურული ზღვარი იშლება, უფროსი ბავშვი ისე დაისტრესა, ვერ დავამშვიდე ვერაფრით. ჩემს ქვეყანაში, ბავშვით საჯარო სივრცეში გამოსვლის რატომ უნდა მეშინოდეს, ასეთი უკულტურო და შეუგნებელი ხალხის გამო?
ალბათ, ასეთ ადამიანებში ვერ გავაღვიძებ სამოქალაქო შეგნებას და კულტურას, მაგრამ გულს მაინც მოვიოხებ, მადლობა!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
ახალი ამბები

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

16:07 07-11-2025
სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved