• რეკლამა
  • კონტაქტი
07:29, შაბათი, 10 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ბატონო რუსეთის მონავ, შეგვხვდებით სტუდენტებს?“ – კითხვა, რომელსაც ცემა და მუქარა მოჰყვა

ალია ავტორი - ალია
18:04 06-06-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
270

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის მიმართ  ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ სატელეფონო ზარებით მუქარისა და სახლთან დახვედრით დაშინების ფაქტებს და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება.

2024 წლის 13 მაისს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის – ნიკო მანაგაძის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.[1] განცხადებას ერთვის ვიდეოჩანაწერი, რომელიც ნიკო მანაგაძეზე შემთხვევის ადგილას მყოფი პირების, სავარაუდოდ ქართული ოცნების პარტაქტივის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევას ასახავს. ვიდეოჩანაწერით დგინდება ისიც, რომ ნიკო მანაგაძეს  შეურაცხყოფა არ მიუყენებია კობახიძის თანმხლები პირებისთვის. მან პრემიერ-მინისტრს მიმართა შეკითხვით; „ბატონო, რუსეთის მონავ, შეგვხვდებით სტუდენტებს?“, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე  ვითარება დაიძაბა და 10 კაციანმა ჯგუფმა მიზანმიმართულად იძალადა ნიკო მანაგაძეზე.[2] 

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ გამოხატვის ფარგლები ფართოა და ასეთი შინაარსის გამონათქვამზე სამართლებრივი რეაგირების განხორციელების არანაირი საფუძველი არ არსებობს. კიდევ უფრო პრობლემურია ასეთ ქმედებაზე ძალადობრივი პასუხი, ან ძალადობის წახალისება.

კანონმდებლობა საგამოძიებო ორგანოებს დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამოძიების დაწყებას ავალდებულებს,[3] თუმცა,  შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე რეაგირება ამ დრომდე არ ჰქონია. ყურადღება უნდა გამახვილდეს გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყების ვალდებულებაზე, რადგან, ხშირ შემთხვევაში, სწორედ გამოძიების დაწყებისა და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების დროულობა განსაზღვრავს მტკიცებულებების მოპოვებასა და ეფექტიან გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე. განცხადებით მიმართვის გარეშეც კი, მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, აბსოლუტურად საკმარისი იყო დანაშაულის ნიშნების იდენტიფიცირებისა და გამოძიების საკუთარი ინიციატივით დაწყებისთვის, თუმცა,  

ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ ნიკო მანაგაძეზე კვლავ გრძელდება მუქარა და დაშინების მცდელობები. 19 მაისს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მის სახლთან, სავარაუდოდ, მმართველი გუნდის მიერ ნიღბიანი პირების მობილიზების შესახებ. სავარაუდოა, რომ ჩასაფრებულმა პირებმა იცოდნენ, როდის აპირებდა ნიკო მანაგაძე სახლის დატოვებას,  რადგან ის  ერთ-ერთ გადაცემაში იყო მიწვეული.[4]

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ ნიკო მანაგაძის მობილური ტელეფონის ნომერსა და სოციალურ ქსელებში უცხო ნომრებიდან უწყვეტად შემოდის შეურაცხყოფისა და მუქარის შემცველი ზარები. ბოლო პერიოდში სატელეფონო ზარების მასშტაბურობა ცალსახად მიუთითებს, რომ ის კოორდინირებული და კარგად დაგეგმილი დაშინების ოპერაციების ნაწილია.

მასთან ერთად, ამ საქმეზე ასამდე პირი უკვე დაიკითხა სასამართლოში.

კანონის უზენაესობის დაცვის და ბაზისური საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად აუცილებელია, სამართალდამცავმა ორგანოებმა რეალურად შეასრულონ კანონის მოთხოვნები და სწორედ იმ ქმედებებზე ჰქონდეთ აქტიური რეაგირება, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეების მშვიდობას და ჯანმრთელობას, – წერს ცენტრი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved