• რეკლამა
  • კონტაქტი
03:40, ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბატონო კანცლერო, ჩამოანგრიეთ ეს კედელი და თქვენი შთამომავლები იამაყებენ ამით” – ზელენსკი გერმანიის კანცლერს

ალია ავტორი - ალია
14:40 03-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
170

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ბუნდესტაგს:

 

„ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენს ქვეყანაში არაერთი კომპანია ისევ ინარჩუნებს კავშირს რუსეთთან, ასე ხდება არაერთ სხვა ქვეყანაშიც. სამწუხაროდ, ყველა ვერ ხედავს, რა ხდება უკრაინაში, რადგან ჩვენს შორის ხელოვნურად კედელია აღმართულია. თქვენ შესანიშნავად იცით, როგორი მტკივნეული შეიძლება იყოს კედლის აღმართვა. უკრაინაში რუსული ბომბები ცვივა და მას ხალხი ეწირება. ხალხი იბრძვის, ყველა იბრძვის. ძვირფასო გერმანელებო, თქვენ შეგიძლიათ დახმარება, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი რამ არ ყოფილა ევროპაში. ესაა ახალი მსოფლიო ომის გარიჟრაჟი. ჩვენ გთხოვდით, რომ შეგეშვით ნატო-ში, მაგრამ გვითხარით, რომ ჯერ გადაწყვეტილება მაგიდაზე არ დევს. გააჭიანურეთ უკრაინის მიღება ევროკავშირში. ეს არის პოლიტიკა, მესმის, მაგრამ ახლა ომია და ნუ ვიფიქრებთ მხოლოდ ეკონომიკაზე, ნუ აღმართავთ ამ კედლებს ჩვენს შორის. რუსეთი არის ქვეყანა, რომელმაც ევროპაში ომის ხანა დააბრუნა.

მოგმართავთ სამი კვირის თავზე, მას შემდეგ, რაც რუსეთი დაუნდობლად ბომბავს ჩვენ ქალაქებს და ანადგურებს ყველაფერს – სკოლებს, საავადმყოფოებს, ეკლესიებს. ამ სამი კვირის განმავლობაში 108 ბავშვი დაიღუპა და ათასობით მოქალაქე დაშავდა რუსული აგრესიის შედეგად, სანქციები კი საკმარისი არაა, სანქციები დაგვიანებულია.

ყველას არ ესმის, რა ხდება უკრაინაში, მარიუპოლში, – ქალაქში, რომელიც ალყაშია. ხალხი საკვების, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. რუსი ჯარისკაცები ერთნაირად უსწორდებიან ჩვენ ჯარისკაცებსაც და მშვიდობიან მოქალაქეებს. გუშინ რუსებმა ააფეთქეს თეატრის შენობა, სადაც ასობით ადამიანი აფარებდა თავს, რამდენიმე დღის წინ კი სამშობიარო დაბომბეს. ეს ხდება ყოველ საათში. აი, ამისთვის მიადგნენ მარიუპოლს, რომ დახოცონ ხალხი და გადარჩენის შანსი არ დაუტოვონ.

 

ყველასთვის ცნობილი, მეორე მსოფლიო ომის დროს დატრიალებული ტრაგიკული მოვლენებიდან 80 წლის თავზე, როცა პოლიტიკოსები ამბობდნენ, რომ მსოფლიომ ეს აღარ უნდა დაუშვას, ვხედავთ საზარელ სურათს უკრაინაში, ვხედავთ, როგორ ანადგურებს ერთი ერი მეორე ერს. რატომ გაფართოვდა თავის დროზე ნატო აღმოსავლეთით?! იმისთვის, რომ დაეცვათ ევროპის და მსოფლიოს უსაფრთხოება რუსული აგრესიისგან, მაგრამ ახლა ჩვენ ინტერვენციის მსხვერპლი ვართ. მადლობა გერმანიის ყველა მოქალაქეს, ვინც ლოცულობს უკრაინელებისთვის. მადლობა გერმანულ კომპანიებს, რომელთაც მორალური ფასეულობები ფულზე მაღლა დააყენეს. მადლობა მათ, ვისაც ესმის, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი უნდა იყოს. ერთმა დიდმა ადამიანმა თქვა ბერლინში, ჩამოანგრიეთ ეს კედელი და ახლა მე მოგმართავთ, ბატონო კანცლერო, ჩამოანგრიეთ ეს კედელი და თქვენი შთამომავლები იამაყებენ ამით. შეაჩერეთ ომი. დიდება უკრაინას“

თეგები: ზელენსკირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved