• რეკლამა
  • კონტაქტი
20:38, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბატონო გახარია, ხომ დაგისვეს წერტილი, წერტილი და კიდევ ერთხელ წერტილი!”

ალია ავტორი - ალია
17:20 05-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

ქართულ ოცნებას” 8 მარტის შეთანხმების შესრულება მოუწევს და საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, “თაღლითობა” არ გამოუვა. ამის შესახებ „ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„მივმართავს „ქართულ ოცნებას“, არ გამოგივათ რუსული ე.წ სუვერენული დემოკრატიის გზით სვლა! მეგობრებო, არ გამოგივათ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედება. არ გამოგივათ ის ტყუილები და თაღლითობა, რასაც თქვენ ახლა ეწევით საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. თქვენი იმიჯი, თქვენი სახე, თავიდან ბოლომდე იცის მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ. ჩვენ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს დაგვიჭერს საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით და ყოველთვის მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის ნების თავისუფალ დემოკრატიულ განვითარებას.

არ გეგონოთ, რომ თქვენი ქმედებებით შეცვლით ამ მიმართულებას. ყველა ხელისუფლებამ, ვინც სცადა საქართველოში დემოკრატიის ხელყოფა, კრახით დაასრულა და მომავალშიც აუცილებლად კრახით დაასრულებს. განწირულია თქვენი ნაბიჯები რუსული ე.წ სუვერენული დემოკრატიის გზით სვლის. დამერწმუნეთ, რომ ამას არ დაუშვებს, არც საერთაშორისო ცივილიზებული სამყარო და პირველ რიგში, ამას არ დაუშვებს ქართველი ხალხი. ასე რომ, მარტივი საკითხია დარჩენილი.

შეასრულეთ შეთანხმება, რომელიც 8 მარტს გავაფორმეთ. ხომ დამთავრდა ყველა სპეკულაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით, ხომ დაგისვეს წერტილი, წერტილი და კიდევ ერთხელ წერტილი, ბატონო გახარია, რომელზეც გუშინ საუბრობდით.

მსურს მივმართო ბატონ არჩილ თალაკვაძეს და ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომლებიც ჩვენთან ერთად ისხდნენ მოლაპარაკებებზე. ნუთუ არ გრცხვენიათ, რომ მოლაპარაკებებზე, სადაც კამერები არ არის, ერთს საუბრობთ, საჯაროდ გამოდიხართ და ასე ცრუობთ და იტყუებით. იოტისოდენა სინდისი და მორალური სტანდარტი მაინც ხომ უნდა გქონდეთ. რა არის ამ თანამდებობებზე ასე ჩაბღაუჭება?! ასე შეიძლება გეშინოდეს ადამიანს ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების?! შეიძლება, რომ სახელმწიფო ასეთი საფრთხის წინაშე დააყენოთ?!

ასევე მსურს მივმართო მოსახლეობას, ვიყოთ ერთიანები, ძლიერები და აუცილებლად გავიმარჯვებთ. სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს ტყუილზე, ისევე როგორც ეს ამ შემთხვევაში მოხდა”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved