• რეკლამა
  • კონტაქტი
06:48, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ზეწოლას ახდენდნენ – ნაცმოძრაობამ აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა

ალია ავტორი - ალია
13:24 11-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
78

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაცია აუდიო ჩანაწერს აქვეყნებს. პარტიის ლიდერების მტკიცებით, ჩანაწერი ასახავს იმას, თუ როგორ ცდილობს მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირები ენმ-ს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვას და ახორციელებენ მასზე ზეწოლას. ოპოზიციის წევრის, გიორგი კირთაძის თქმით, ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლა და გადაბირების მცდელობა  დავით რიჟვაძის დავალებით ხდებობდა, თავად პროცესში კი  ორი ყოფილი ძალოვანი, ვაჟა თაბაქიძე და ბადრი ბაკურიძე მონაწილეობდა. 

„ბატონ ნუგზართან მოლაპარაკებას დავით რიჟვაძის დავალებით, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით სათავეში ჩაუდგა ასლან აბაშიძის დროინდელი ორი ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანი. ესენი გახლავთ ვაჟა თაბაქიძე და ბადრი ბაკურიძე. რევოლუციის შემდეგ ორივე მათგანს მოუწია აჭარიდან წასვლა და მხოლოდ ივანიშვილის მოსვლის შემდეგ ხელისუფლებაში, ისინი დაბრუდნენ ჩვენს ქალაქში. მათ არაერთი შეხვედრა გამართეს ნუგზარ ფუტკარაძესთან. ჩვენ ამის შესახებ საქმის კურსში ვიყავით, ბატონი ნუგზარი პირადად მე მაყენებდა საქმის კურსში ამ შეხვედრების შესახებ და მაშნ, რომცა ეს უკვე გაუსაძლის ხასიათს იძენდა, ბატონმა ნუგზარმა თითიონვე გააკეთა ჩანაწერები და ეს ჩანაწერები მომაწოდა პირადად მე.

აუდიოჩანაწერებში კარგად ჩანს, როგორ სთავაზობდა ვაჟა თაბაგიძე, რომელიც ამავდროულად, არის ზაზა დიასამიძის, ახლა ხელვაჩაურის მერად არჩეული ძველი პოლიციელის ბიძა და მისი სახელი და გვარი ძალიან კარგად ისმის, რომ მისი სახელითაც არიან მისულები ბატონ ნუგზართან, და ბადრი ბაკურიძე როგორ სთავაზობდნენ მას ასი ათას დოლარს და 20 % მისვლისთანავე სთხოვდნენ უკან“ – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

ნუგზარ ფუტკარაძე ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი იყო ენმ-დან და 18 ნოემბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებამდე ოპოზიციას ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ჰქონდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved