ბათუმის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ხმაურია. ახლადარჩეული საკრებულოს წევრები 2017 წელს არჩეული საკრებულოს წევრებს დაუპირისპირდნენ. ადგილზე იმყოფებიან ენმ-ს ლიდერები გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე, ელგუჯა ბაგრატიონო. ასევე ირაკლი კუპრაძე და სხვები. ვითარება დაძაბულია.„ვადაგასულები ხართ. 2017 წლის არჩეული საკრებულო რატომ მიმტკიცებს 2022 წლის ბიუჯეტს?“ – ჰკითხა ირაკლი კუპრაძემ ბათუმის საკრებულოს წევრებს და საკრებულოს თავმჯდომარეს სულიკო თებიძეს.
საკრებულოს შენობაში პოლიციაა შესული და ახლადარჩეული საკრებულოს წევრების შენობიდან გაყვანას ცდილობს.
კომენტარები