პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
⚓️ სურათი ძველი ბათუმის ერთ-ერთ ეზოში გადავიღე, ბოძზე 23 გორგოლაჭი იყო მიმაგრებული. წარმოვიდგინე ყველა მათგანზე გადაჭიმული სარეცხის თოკი, თოკებზე გაფენილი ჭრელი ტანსაცმელი… ალბათ, საოცარი სანახაობა იქნებოდა.
😔 ძველი ბათუმური ეზოები ნელ-ნელა ქრება. ყველა ოცნებობს თავისი სახლის დანგრევაზე, დანგრეულის ნაცვლად ცათამბჯენის აშენებაზე, ცათამბრჯენში სამი-ოთხი ბინის მოპოვებასა და მათ გაქირავებაზე.
პოსტსაბჭოთა საქართველოში არცერთ მთავრობას არ უზრუნვია იმისთვის, რომ ადამიანებს კეთილდღეობის მოპოვებისა და ეკონომიკური განვითარების სხვა გზებზე ეფიქრათ – თვითმფრინავის, გემის, ელმავალის, ავტომობილის აგებაზე, მწვანე პროდუქციის წარმოებასა და მის ექსპორტზე, ქარის ელ.სადგურების მშენებლობაზე და ა.შ.
😥 ველური, ჩამორჩენილი, ესთეტიკური შეგრძნებების არმქონე მშენებლები ვნებიანად პასუხობენ ღარიბი ხალხის ოცნებას – ანადგურებენ ყველაფერს და აშენებენ ბეტონის ჯუნგლებს. ამ ჯუნგლებში არავისთვის არ არის საკმარისი საპარკინგე ადგილი, ახალ კვარტლებში პრაქტიკულად ვერ ნახავთ ბაღებსა და სკოლებს, წყალიც სულ წყდება, გადატვირთული ელექტროსისტემა როდის გამოვა წყობიდან არავინ იცის, უწმინდურება ზღვაში მიედინება… იმ ზღვაში, რომელსაც ტერიტორიას ართმევენ და იქაც კორპუსების აშენება უნდათ.
😥 ალყაშია ქართული ენა, სხვა ენები ავიწროებენ მის სივრცეს. მოსახლეობის ზრდის ფონზე ქალაქის ყველა კუთხეში ყველაფერი ძალიან ძვირი ღირს. უზარმაზარი კაზინოებიებისა და ჰარამხანების ქალაქში ადამიანებს ჭერქვეშ ლოცვის საშუალება არ აქვთ.
💸 ფულის, მოხმარების მიღმა ამ ქალაქში აღარაფრისთვის რჩება არც დრო და არც ადგილი.
😥 ბათუმი ევროპული ქალაქი აღარ არის, იაფფასიანი დუბაისა და ლას-ვეგასის კარიკატურის კომბინაციას წარმოადგენს.
❤️🔥 მაგრამ აჭარის გულში შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს და იმედი ჯერ კიდევ ცოცხალია.












კომენტარები