• რეკლამა
  • კონტაქტი
13:14, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში

ალია ავტორი - ალია
18:08 08-06-2020
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

პანდემიის პერიოდში ლიბერთიმ პარტნიორ კომპანიებში მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტი – ბარათით გადახდა|განაღდების სერვისი დანერგა, რომელიც სოციალური ბარათის მფლობელებს აძლევს საშუალებას, ბარათით გადახდისას, საკუთარი საბარათე ანგარიშიდან 50 ლარამდე ოდენობის ნაღდი ფულიც მიიღონ.

დღეიდან, ეს სერვისი წამყვანი სააფთიაქო ქსელების გარდა, „ნიკორა სუპერმარკეტში“ გახდა ხელმისაწვდომი მთელი საქართველოს მასშტაბით.

ლიბერთის ახალი სერვისის მიზანია მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება ისარგებლოს საბანკო მომსახურებით იქ, სადაც რეგულარულად დადის. „ნიკორა სუპერმარკეტი“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქსელია საქართველოში. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 242 სავაჭრო ობიექტს რომელთაგანაც 191 თბილისში, ხოლო დანარჩენი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.თანხის განაღდების სერვისით სარგებლობა მარტივია – „ნიკორა სუპერმარკეტში“ მინიმუმ 5 ლარის პროდუქციის შეძენისას, სოციალური ბარათის მფლობელებს შეუძლიათ სუპერმარკეტის სალაროდან თანხის განაღდებაც მოითხოვონ. განაღდებული თანხა ერთჯერადად არ უნდა აღემატებოდეს 50 ლარს.

“მოხარული ვართ, რომ „ნიკორა სუპერმარკეტთან“ ჩვენი ორ წლიანი თანამშრომლობა კიდევ ერთი ახალი პროექტით გრძელდება. ამჯერად, გავერთიანდით ახალი მიზნისთვის, რომ ჩვენს მომხმარებელს სწორედ იქ შევთავაზოთ საბანკო სერვისები, სადაც ყველაზე ხშირად დადიან. ასევე, მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში გაიზარდოს გადახდის უსაფრთხო გზით სარგებლობის მოტივაცია და ნაღდი ფულის აუცილებლობის შემთხვევაში, შემცირდეს დამატებით ბანკში ვიზიტის საჭიროება.

ამ პროექტში „ნიკორა სუპერმარკეტთან“ პარტნიორობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გვინდა მადლობა გადავუხადოთ კომპანიის მენეჯმენტს და მომსახურე პერსონალს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ – ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი, გიორგი მაკარიძე „ნიკორა სუპერმარკეტის“ და ლიბერთის პარტნიორობა სხვადასხვა პროექტების ფარგლებში უკვე ორ წელს ითვლის.

2018 წლიდან ლიბერთის სოციალური ბარათის ნებისმიერი მფლობელისთვის, სუპერმარკეტების ქსელში 350-მდე სხვადასხვა დასახელების პროდუქტზე მუდმივი ფასდაკლება მოქმედებს. ერთი წლის წინ კი ნიკორა ლიბერთის ლოიალობის პროგრამის, ქეშბექის მეგობარი ობიექტი გახდა, რაც ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მფლობელს აძლევს საშუალებას „ნიკორა სუპერმარკეტში“ ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას ყველაზე მაღალი ქეშბექით ისარგებლოს. სოციალური ბარათით გადახდა|განაღდების სერვისი ლიბერთის მომხმარებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომია ავერსის, PSP-ს და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

(R)

თეგები: ლიბერთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved