• რეკლამა
  • კონტაქტი
19:47, პარასკევი, 12 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემო ინგა, თხოვნა მაქვს – ფაქტობრივ უხეშ შეცდომას, ეთერში ნუღარ გააჟღერებთ!” – გიორგი ბარამიძე ინგა გრიგოლიას

ალია ავტორი - ალია
17:13 06-12-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
გიორგი ბარამიძე ინგა გრიგოლია
Facebook-ზე გაზიარება
308

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართავს და წერს:

ჩემო ინგა, დიდი პატივისცემით.
გუშინ ნანუკასთან ერთად თქვენს ეთერს ვუსმენდი და თხოვნა მაქვს (გარემოების დრამატიზირების თუ სხვა მიზნით) ფაქტობრივ უხეშ შეცდომას, ეთერში ნუღარ გააჟღერებთ!
1. ნიკა მელია ენმ თავმჯდომარეობიდან (მოუწყვესო და უხეში ფორმებით გააგდესო) არავის “გაუგდია”!
პარტიის წესდების შესაბამისად, პარტიის წევრების საინიციატივო ჯგუფმა პოლიტსაბჭოზე პარტიაში თავმჯდომარის არჩევის საკითხი დასვა, რაც ენმ მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მიიღო და მოიწონა (გამოწვევა ღირსეულად მიიღო).
არჩევნების პროცესს მხარი პოლიტიკურმა საბჭომ დაუჭირა. შეიქმნა არჩევნების ჩატარების წესის შემმუშავებელი კომისია, რომელსაც თქვენი მონამორჩილი ვხელმძღვანელობდი, სადაც ყველა (ანუ 4) კანდიდატის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ჯერ ეთად კონსენსუსით, შემუშავებული წესის 2 ვარიანტიდან, ენმ პოლიტ საბჭომ, ერთხმად (ხაზს ვუსვამ) მიიღო ის წესი, რომელი წესიც ნიკა მელიას გუნდმა წარმოადგინა.
ანუ ხაბეს გუნდი დათანხმდა ნიკას გუნდის მიერ მხარდაჭერილ საარჩევნო წესს. (გააგდეს ქვია ამას⁉️)
ამის შემდეგ შეიქმნა არჩევნების ჩატარების (ერთხმად მიღებული წესით) კომისია, რომელსაც კობა ნაყოფია ხელმძღვანელობდა და გამოცხადდა არჩევნები, სადაც ენმ წევრთა და მხარდამჭერთაგან დაახლოებით 50 ათასმა წინასწარ (საერთო შეთანხმების წესით) დარეგისტრირებულმა ადამიანმა მიიღო.
ეს რეგისტრაციაც იყო კანდიდატთა ორივე გუნდის მიერ გაკონტროლებული და არასანდო დარეგისტრირებული (სავარაუდო ქოცები და რუსები) და ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებებით გაცხრილული.
და ამ 50000 ადამიანმა დაძაბული საჯარო პოლიტიკური კამპანიის (გააგდესო⁉️)
შემდეგ აირჩია ენმ ახალი თავმჯდომარე.
ხაბემ მიიღო ამომრჩეველთა დაახლოებით 60% , ხოლო მელიან 40% ❗️❗️
და ამ ყოველივეს თქვენ ეძახით “მოუწყვეს” და “გააგდეს”⁉️
მოგეხსენებათ მე არც ერთი კანდიდატის მომხრე არ ვიყავი და მინდა სრული გულწრფელობით ვთქვა რომ ნეტა სხვაგანაც და მთელს საქართველოშიც ასეთი გახსნილი და კონკურენტული, სამართლიანი წესით და გარემოთი ტარდებოდეს არჩევნები!
არჩევნების შედეგები ერთხმად (ნიკას და ხაბეს გუნდის წევრების სრული მონაწილეობით) დაამტკიცა პოლიტიკურმა საბჭომ!
ნიკა მელიამ და მისმა გუნდმა ღირსეულად აღიარა არჩევნების შედეგები და მიულოცა გამარჯვებულს❗️❗️❗️
ესაა “მოუწყვეს “ და გააგდეს⁉️
მეორე საკითხია რომ ამ ყოველივეს შემდეგ, გამარჯვებული გუნდის წევრებმა დიდი შეცდომა დაუშვეს და არჩევნების დასამტკიცებლად გამართულ ენმ ყრილობაზე, ჩემთვისაც (და ბევრი სხვისთვისაც) მოულოდნელად, პოლიტ საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევის საკითხი დააყენეს (იურიდიულად ამის უფლება ქონდათ, მაგრამ მორალურად არა) და ახალ პოლიტ საბჭოში არ აირჩიეს ზოგიერთი ის (მათ შორის ძალიან ღვაწლმოსილი) ადამიანი, ვინც მელიას გუნდში იყო და ასევე არ შეიყვანეს თვით ნიკაც, რომელსაც სულ ახლახანს პარტიის ამომრჩევლის 40% -მა დაუჭირა მხარი.
რაც ცხადია არასამართლიანი და არასწორი იყო.
მეორეა ნიკას გულში რა აზრები და მიზნები ქონდა. მერე კი დადასტურდა რომ ნიკას თურმე მიშასადმი დიდი ანტაგონიზმი ქონია, მაგრამ ეგ არ ცვლის მთავარს იმ მომენტისთვის.
ამიტომ ნიკა ენმ თავმჯდომარეობიდან “მძიმე ფორმით გაშვება და გაგდება” არავის “მოუწყვია. პოლიტსაბჭო სხვაა.
ამის მიუხედავად ჩემი აზრით, პარტიიდან გასვლა თავის მხრივ არასწორი იყო.
კარგად მოგეხსენებათ განსხვავება რა არის
“გაგდებასა” და კანონიერი და სამართლიან არჩევნებს შორის.
ამ ყველაფერზე სხვაგანაც და თქვენს ეთერშიც არაერთხელ მაქვს ნასაუბრები.
2. თქვენ ღია ეთერში ასევე თქვით რომ თითქოს ენმ და “ალიანსს” შორის არის “დაპირისპირება” ⁉️
ეს არაა სიმართლე.
ენმ-ს არანაერი “დაპირისპირება” “ალიანსთან” სადაც 9 პარტია ვართ, არ აქვს❗️❗️
ის რომ ალიანსში არიან ზოგი პარტიები ვისაც არ მოვწონვართ და ხანდახან აგრესიულად თავს გვესხმიან, არ ნიშნავს რომ ყველა ასე ფიქრობს და ასე იქცევა.
ამ 2 საკითხზე ამდენი იმიტომ დავწერე, რომ თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ მეც და საზოგადოებაც და ისე რომ არ გამოგივიდეთ რომ თქვენ (მჯერა უნებლიედ) საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეთ.
იმედი მაქვს უახლოეს ეთერში ამ შეცდომებს გაასწორებთ.
დიდი პატივისცემით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved