ბაკურიანში 22 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტი, დავით მერაბიშვილის განცხადებით, გარდაცვლილს „მექანიკური ასფიქსია აღენიშნებოდა. სხვა დაზიანებები არ ჰქონია“.
დამატებითი დეტალები უცნობია.
კომენტარები