ბახმაროში დიდთოვლობის გამო ვერტმფრენის სადგომის სახურავი ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინციდენტის დროს სადგომზე ერთი ვერტმფრენი იდგა, რომელიც კერძო კომპანიას ეკუთვნის და ტურისტებს ემსახურება.
შეგახსენებთ, რომ ბახმაროში თოვლის სიმაღლე 2 მეტრს აჭარბებს.
კომენტარები