აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელისთვის 10,6 მილიარდი დოლარის დახმარებას ითხოვს. მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს 105 მილიარდი დოლარის მოთხოვნა უკვე გაუგზავნა, საიდანაც 10,6 მილიარდი სწორედ ისრაელის სამხედრო მხარდაჭერისთვისაა განსაზღვრული.
პაკეტის უდიდესი ნაწილი – 61,4 მილიარდი დოლარი კი უკრაინის სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას ითვალისწინებს.
ადმინისტრაცია ასევე ითხოვს 9 მილიარდ დოლარს ჰუმანიტარული დახმარებისთვის როგორც უკრაინის, ისე ისრაელისა და ღაზას სექტორისთვის.
კომენტარები