• რეკლამა
  • კონტაქტი
05:51, კვირა, 12 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბაღდათში 201 ბავშვი შიმშილობის ზღვარზეა – „ფლანგვის დეტექტორი“

ალია ავტორი - ალია
20:46 02-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

„ბაღდათში 21,700 მოსახლეა, საიდანაც 1,777 ადამიანი (8%) უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ბიუჯეტი კი საშუალოდ 10 მილიონი ლარია. ბაღდათის ბიუჯეტიდან ორჯერ მეტი იხარჯება რელიგიურ, კულტურულ და სპორტულ აქტივობებზე, ვიდრე გაჭირვებულთა სოციალურ უზრუნველყოფაზე“,- ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს.

„ბაღდათის მუნიციპალიტეტში 21,700 ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტი საშუალოდ 10 მილიონი ლარია. ბაღდათში სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით 1,777 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, საიდანაც
201 ბავშვია (17 წლამდე ასაკის).

ბაღდათის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად მილიონობით ლარს ხარჯავს მუნიციპალიტეტში კულტურული და სპორტული ღონისძიებების, აგრეთვე რელიგიის დაფინანსებისთვის. ამ ხარჯებმა 2013-2019 წლებში 7,130,210 ლარი შეადგინა, საიდანაც 243,500 ლარი ეპარქიის დაფინანსება დაჯდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სუბსიდიები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეკლესიის მიმართ, არ შედის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად საპატრიარქოსთვის გადაცემულ 25 მილიონ ლარში.

შედარებისთვის ბაღდათის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფისთვის – რაშიც იგულისხმება ადგილობრივი სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სხვადასხვა შეღავათების მინიჭება, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, უფასო სასადილოებით უზრუნველყოფა და ა.შ. – მუნიციპალიტეტი ორჯერ ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე სპორტის, რელიგიის და კულტურის დაფინანსებისთვის. კერძოდ: 2013-2015 წლებში აღნიშნულმა ხარჯმა 3,343,800 ლარი შეადგინა“, – აღნიშნულია არასამთავრობოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved