ბაგა-ბაღის 14 აღსაზრდელი ციციშვილის ბავშვთა კლინიკაშია მოთავსებული – ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.
როგორც ექიმი ამბობს, 14-ვე ბავშვი საავადმყოფოში პირ-ღებინებით შევიდა, მათი ნაწილის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია.
“მძიმე მდგომარეობა არცერთ არ აქვს” – ამბობს კლინიკის სამედიცინო დირექტორი.
ჩხაიძის ინფორმაციით, აღსაზრდელები სხვადასხვა ბაგა-ბაღიდან არიან.
“ჩვენთან მოთავსებულია 14 ბავშვი ამ ეტაპზე. რამდენიმე ბავშვის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ გავწერთ სახლში. მძიმე მდგომარეობა არცერთ არ აქვს. ღამის განმავლობაში ეტაპოვბრივად შემოდიოდნენ ღებინებით. სხვადასხვა ბაგა-ბაღების აღსაზრდელები არიან. 14-ვე ბავშვი გასტრო-ენტერიტით არიან შემოსულები. ვერაფერს ვერ დავუკავშირებთ ჯერ, რადგან გასტრო-ენტერიტი არის ეის, რაც შემიძლია ვთქვა, ჩვენ ხელთ არსებული კვლევებით ვერ დავადგენთ, რა იყო მიზეზი”, – აცხადებს მაია ჩხაიძე.
ბაგა-ბაღების სააგენტოს ცნობით, 7 ბაღში, სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა.











კომენტარები