• რეკლამა
  • კონტაქტი
22:29, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბადრი ჯაფარიძე – ქართველი ხალხი პოლიტიკურ ურჩხულს დაამარცხებს

ალია ავტორი - ალია
19:16 07-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

დღეს, 30 ივლისს, პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ლელო საქართველოსთვის” აბაშაში 31-ე რაიონული ორგანიზაცია გახსნა. აბაშაში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და სიტყვით გამოვიდა „ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი და თბილისის საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე.    

„30 წლის წინ, როდესაც მოვედი პოლიტიკაში, კომუნისტური წყობის სახით, ძალიან დიდი ურჩხული გვყავდა დასამარცხებელი. მაშინ ჩვენ ურჩხული დავამარცხეთ, გავიმარჯვეთ და მოვიპოვეთ თავისუფლება, თუმცა დღემდე ვერ შევძელით გათავისუფლება დრომოჭმული აზროვნებისაგან, რომელსაც თავს გვახვევენ მატყუარა პოლიტიკოსები. დღეს “ქართული ოცნების” ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ ვიყოთ დამარცხებული ქვეყანა, ისე, თითქოს არ შეგვიძლია, განვვითარდეთ და წინ წავიდეთ. ამიტომ დღევანდელი მმართველი გუნდი, როგორც პოლიტიკური ურჩხული, ისევ გვყავს დასამარცხებელი” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

“ღიად გეტყვით, რომ საზოგადოებას მისი პარტიული და პოლიტიკური გემოვნებით არ ვყოფ და არ ვარჩევ, ჩვენ დღეს ყველას ერთი პრობლემა გვაქვს, სწორედ ამიტომ დავდივარ ქალაქიდან ქალაქში, უბნიდან უბანში და სოფლიდან სოფელში. პირადად ვესაუბრები ადამიანებს, ვისმენ მათ დაგროვილ პრობლემებს, ხედვებს და სურვილებს, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი. საქართველოს მოქალაქეების გამარჯვება იქნება უარის თქმა “ქართული ოცნების” ცრუ დაპირებებზე და ტყუილზე აგებულ პოლიტიკაზე. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ იქნება დიდი ცვლილებები და „ლელო საქართველოსთვის“ ქვეყნის დინამიური ცვლილებების ავანგარდში იქნება – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

როგორც „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, “მე არ მოვდივარ პოლიტიკაში ფუჭი დაპირებებისთვის. მე მოვდივარ იმისთვის, რომ დავიხარჯო ამ ქვეყნისთვის“.

თეგები: ბადრი ჯაფარიძელელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved