• რეკლამა
  • კონტაქტი
21:20, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბადრი ჯაფარიძე – ეს იქნება დიდი ბრძოლა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანა გამოვიყვანოთ მწვავე ეკონომიკური კრიზისიდან

ალია ავტორი - ალია
16:39 07-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
82

“ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე საბურთალოს მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.  

” ეს იქნება დიდი ბრძოლა, რომ  ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანა გამოვიყვანოთ მწვავე კრიზისიდან, საქართველოს რადიკალური და დინამიური განახლებისთვის. ამის შესახებ დღეს ბადრი ჯაფარიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.                         

როგორც “ლელო საქართველოსთვის” საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, საბურთალოს საარჩევნო ოლქი იქნება ადგილი, საიდანაც დაიწყება ქვეყნის ეკონომიკური ცვლილებები და მოქალაქეების კეთილდღეობა.  

“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვადასტურებ, რომ მე, ბადრი ჯაფარიძე, მონაწილეობას მივიღებ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში საბურთალოს საარჩევნო ოლქიდან. ვიყრი კენჭს, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი და საბურთალოს საარჩევნო ოლქი იქნება ის ადგილი, საიდანაც დაიწყება ქვეყანაში ცვლილებები. საბურთალოს მაცხოვრებლები, ადამიანები, რომლებიც უპირისპირდებიან ყოველდღიურ პრობლემებს, ისინი ერთხელ და სამუდამოდ იგრძნონ, რომ მათი წარმომადგენელი პარლამენტში იქნება ადამიანი, რომელიც იზრუნებს არა მხოლოდ საბურთალოს მოსახლეობაზე, არამედ აქტიურად ჩაერთვება მთელი ქვეყნის პრობლემების გადაჭრის პროცესში“.

„30 წლის წინ, როდესაც ხალხის მხარდაჭერით მოვედი პოლიტიკაში, მაშინ შევძელით კომუნისტური სისტემის დამარცხება. სამწუხაროდ, შემდეგ სამოქალაქო ომმა ქვეყანა დაქცევის პირას მიიყვანა. ეს პროცესი მწვავედ მივიღე და მაშინ გადავწყვიტე, ამ ყველაფრის შესაცვლელად, სხვა პლატფორმიდან მებრძოლა“ – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.


“დღეს საბურთალოს მოსახლეობა ეჯახება იმ პრობლემებს, რომელიც, სამწუხაროდ, მთელს ქვეყანაშია. მინდა გითხრათ, თითოეული მოქალაქის ტკივილი იქნება ჩემი ტკივილი, თითოეული მოქალაქის გაჭირვება იქნება ჩემი საზრუნავი, იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქართულ პოლიტიკაში შემოვიტანოთ ახალი სტანდარტი – როდესაც პოლიტიკა ემსახურება ადამიანებს და არა პოლიტიკოსებს. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ერთმანეთი არ გავარჩიოთ პოლიტიკური პარტიების მიხედვით, არამედ გავერთიანდეთ. ჩემი მიზანი იქნება, რომ ეს გაერთიანება შევძლოთ და ამით მაგალითი მივცეთ მთელ ქვეყანას, რომ დავდგეთ შუღლზე და დაპირისპირებაზე მაღლა. გაჭირვების მიუხედავად, ადამიანებს იმედი უნდა დავუბრუნოთ, რომელიც დღევანდელმა პოლიტიკოსებმა დააკარგვინეს. ჩემი მიზანი იქნება, მივიდე თითოეულ მოქალაქესთან, მოვისმინო მათი პრობლემები და გადაწყვეტის გზაზე მათთან ერთად ვიმსჯელო,”- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

თეგები: ბადრი ჯაფარიძელელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved